მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

განათლების რეფორმის საკანონმდებლო ეტაპი დასრულდა, დაწყებულია მისაღები გამოცდების ფაზა - ზვიად გაბისონია

news image
mbc image

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ეტაპი უკვე დაასრულა და პროცესი მისაღები გამოცდების ფაზაზე გადავიდა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რეფორმა მოიცავს სპეციალობების კვოტირებასა და სასწავლო მოდელის ცვლილებას - 4+2 სისტემიდან 3+1+1 მოდელზე გადასვლას.

„საქმე ის გახლავთ, რომ ძირითადი მიმართულებები აბსოლუტურად გეგმის მიხედვით მიდის. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული შემოდგომიდან, როცა პრემიერმა გააკეთა განცხადება და შესაბამისად წარვადგინეთ მთავარი კონცეფცია, პარლამენტში გვქონდა ორი პაკეტის წარდგენა - ერთი საშემოდგომო სესიაზე და მეორე საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით, რითიც ძირითადი პაკეტი უზრუნველვყავით იმ მიმართულებით, რაც წელს გვჭირდებოდა ამ ნაწილში. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იყო კვოტირების საკითხი. გახსოვთ, რომ მთავრობაზე იყო დელეგირება, რომ მოეხდინა გარკვეული ტიპის პროფესიების მიმართულებით და პროგრამების მიხედვით დადარება და შესაბამისად განესაზღვრა კვოტირების ნაწილში. ასევე ჩვენმა სამინისტრომ დამატებით იმუშავა საგამონაკლისო წესებზე. ჩვენი მოდელის მიხედვით ჩვენ გადავდივართ 4+2-დან 3+1+1 მოდელზე. შესაბამისად დადარდა და მოხდა გარკვეული ტიპის ცვლილებები - სად შეიძლებოდა და სად იყო აუცილებლობა, მაგალითად საინჟინრო, მედიცინის და ასე შემდეგ - არა სამწლიანი, არამედ ოთხწლიანი ან ზოგჯერ ხუთწლიანი მიმართულებები. მაგისტრატურის ნაწილში ძალიან ცოტა პროგრამა დარჩა ორწლიან ნაწილში, დანარჩენი გადავიდა ერთწლიანზე, ანუ 1+1 მოდელზე. ამ ეტაპისთვის უნდა გითხრათ, რომ ძირითადი საკანონმდებლო მიმართულებები უკვე დასრულებული გვაქვს - ვგულისხმობ ძირითად ორ ფაზას. ახლა გადასული ვართ მისაღები გამოცდების საწყის ფაზაში. პროგრამები უკვე გაკეთებულია, ანკეტა-კითხვარები გაკეთებულია უნივერსიტეტების მიერ და შესაბამისად შემდეგ ფაზაზე გადავდივართ“, - აღნიშნა გაბისონიამ. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.10.2026.15:22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა