მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

განათლების სისტემას ერთიანი, კოდექსის დონის კანონი ექნება - ზვიად გაბისონია

news image
mbc image

საქართველოში განათლების სისტემისთვის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო მზადდება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განაცხადა, მუშავდება განათლებისა და მეცნიერების ახალი კანონი, რომელიც დღეს მოქმედ რამდენიმე ნორმატიულ აქტს გააერთიანებს და ერთიანი კოდექსის ტიპის დოკუმენტი გახდება.

„კონცეფციაშიც გვქონდა მითითებული და პრემიერმა პირდაპირ განაცხადა და ეს არის იურიდიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი ტიპის ნორმატიული აქტი არ გვქონია. სამწუხარო გახლავთ ის, რომ დაახლოებით 7-8 ნორმატიული აქტი არეგულირებს დღეს განათლების სისტემას და ამ სისტემის დიდი ნაწილი არის მოძველებული. მათ შორის მაგალითად მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ კანონი 1994 წელს არის მიღებული. ანუ აქ არის ტერმინოლოგიური პრობლემები. ამავე დროს თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი ცვლილებები შედის წლის განმავლობაში კანონმდებლობაში და არის გარკვეული ტიპის ქაოსი სამართლებრივი საკანონმდებლო თვალსაზრისით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არა მექანიკური გაერთიანება მოხდეს ამ კანონებისა, არამედ შინაარსობრივი თვალსაზრისით გადამუშავდეს და იქცეს ერთ კანონად, დაახლოებით კოდექსის დონის კანონად. ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი. თქვენ იცით, რომ მთავრობის დავალებით და უშუალოდ მინისტრის გადაწყვეტილებით ვხელმძღვანელობ მე ამ სამუშაო ჯგუფს, რომელიც საკმაოდ დიდი მასშტაბისა არის - დაახლოებით არის 40-მდე წევრი. სამინისტროსთან ერთად არიან აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის რექტორები, მეცნიერებათა აკადემია - პრაქტიკულად ყველა სექტორია ჩართული. ამავე დროს დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა ქვეჯგუფებთან, რომლებიც ჩვენი ამოცანა არის, რომ არა უბრალოდ გადაბმა მოხდეს ამ კანონისა, არამედ პარალელურ რეჟიმში მოხდეს იმისათვის, რომ დროში უფრო შევამოკლოთ. ამიტომ ქვეჯგუფები დაიწყებენ ხვალვე თანაბარი პერიოდით მუშაობას. მთავარი იდეა გახლავთ ის, რომ მოხდეს ისეთი დონის ნორმატიული აქტის შექმნა, როცა არაიურისტს შეეძლება განათლების სისტემის სურვილის გაგების შემთხვევაში დაიწყოს ბაღიდან და მეცნიერებამდე თავიდან ბოლომდე აღიქვას, როგორია საქართველოში საგანმანათლებლო მოდელი“, - აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა