გარდაიცვალა ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია
79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია.
ბადრი ვადაჭკორია მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად (1971-იდან). იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი. 1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005).
იყო 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული“ (2007, I ტ.), „ჩემი საქართველო“ (2010) და სხვ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი - სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
16.09.2026.10:56
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაო პროცესებს, დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტის მსვლელობის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და დასრულების ვადების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის კოროზირებული და ამორტიზებული მონაკვეთი სრულად ჩანაცვლდება ახალი, 500 მმ დიამეტრის მილებით.
აღნიშნული გაზსადენი გადამწყვეტ როლს ასრულებს სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგებაში. შესაბამისად, მისი გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.