მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა

news image
mbc image

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და ქალაქ ბათუმის „სანდასუფთავების“ ორგანიზებით ბათუმში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.

აქციის მთავარი გზავნილი იყო – „ბათუმი – სუფთა და მწვანე გარემოსთვის“, ხოლო მისი მიზანი რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა: ზღვისპირა ქალაქის სანაპირო ზოლის, პარკებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავებას, გარემოში არამართული პლასტმასისა და სხვადასხვა მუნიციპალური ნარჩენების შემცირებას და კლიმატის ცვლილების საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

გარემოს დაცვის საკითხი და მწვანე გარემო „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან კომპანია მთავარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს ბუნებრივი რესურსების დაცვას, ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავების კულტურის დანერგვას. მსგავსი გარემოსდაცვითი ინიციატივით „კოკა-კოლა“ ხელს უწყობს როგორც პლასტმასის ნარჩენების შემცირებას, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

აქციამ ახალგაზრდები, სტუდენტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი სამსახურები საერთო გარემოსდაცვითი მიზნის გარშემო გააერთიანა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ბათუმის წარმომადგენლობა, ქალაქ ბათუმის „სანდასუფთავება“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მოხალისეები.

დასუფთავების აქცია ბათუმში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა შესართავთან (ახალი ბულვარი) გაიმართა. შეგროვებული ნარჩენები დახარისხდა. პლასტმასის ნარჩენი ცალკე გამოიყო და გადამამუშავებელ კომპანიას რეციკლირებისთვის გადაეცა, ხოლო შერეული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ბათუმის დასუფთავების სამსახურმა უზრუნველყო.

ნარჩენების სეპარირებული შეგროვება ხელს შეუწყობს საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებას და ნარჩენების გადამუშავების კულტურის დამკვიდრებას. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში გარემოს დაბინძურების შემცირებას, რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი საზოგადოების ფორმირებას შეუწყობს ხელს.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე – 2026

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ხელმძღვანელობით 1973 წელს დაფუძნდა და ის 5 ივნისს აღინიშნება. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პლატფორმაა. 2026 წლის მთავარი თემა კლიმატის ქმედებაა, რითაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებზე – მზარდ ტემპერატურაზე, ეკოსისტემების დეგრადაციასა და ექსტრემალურ ამინდზე კეთდება აქცენტი.

ეს თემა ხაზს უსვამს ბუნების დაცვისა და კლიმატის ქმედების მნიშვნელოვან კავშირს და მოუწოდებს მთავრობებს, ინდუსტრიებსა და საზოგადოებას, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღონ და განახლებად ენერგიასა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა დააჩქარონ.

კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ბათუმის დასუფთავების აქცია სწორედ ამ გლობალურ გზავნილს პასუხობს და გარემოს დაცვის საკითხებში საზოგადოების უფრო აქტიურ მონაწილეობასა და ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

14.07.2026.17:32

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამისას, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, 90-ზე მეტმა მზარეულმა გაიარა თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები. ტრენინგებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ხორცეულის, თევზეულის, ფრინველის ხორცის დამუშავების ტექნოლოგიები და კერძების მომზადება. ასევე, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის გაკეთება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება იყო. სატრენინგო პროგრამაში აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულები იყვნენ ჩართულები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთიან აჭარაში გასტრონომიული შესაძლებლობების განვითარება, რათა იქ ასულ მოგზაურებს დახვდეს სტანდარტების მიხედვით მომზადებული ავთენტური, ადგილობრივი კერძები. სატრენინგო პროგრამაში ძალიან კარგი ტრენერები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გამოცდილება არ დაიშურეს ჩვენი მზარეულებისთვის. სასიხარულოა, რომ ინტერესი ახალი ცოდნის მიღების მიმართულებით იყო მაღალი ჩვენს მონაწილეებში, რაც ვიმედოვნებთ მათ მიერ მომზადებულ კერძებზეც აისახება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა