გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
უახლოეს დღეებში სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ქ. თბილისში ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალიდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალიდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალიდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
სხვა სიახლეები
ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა- მთიანეთისა და გურიის რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის და ჩიპირების პროცესი დაიწყო
12.06.2026.15:29
ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა- მთიანეთისა და გურიის რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის და ჩიპირების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„პროგრამით გათვალისწინებულ მანიპულაციებს ტენდერით გამოვლენილი ვეტერინარული დაწესებულებები განახორციელებენ.
ლოკაციების და შესაბამისი განრიგის შესახებ ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობებს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს.
ღონისძიებები გულისხმობს პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას, იდენტიფიკაციას მიკროჩიპების გამოყენებით და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას.
პროგრამა ეტაპობრივად ყველა რეგიონს მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს:
ძაღლების ჰიპერპოპულაციის ეფექტიან მართვას; ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირებას; დაკარგული ცხოველების იდენტიფიკაციის გამარტივებას; ცოფის გავრცელების პრევენციას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.