გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აგრარულ სექტორში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფას, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, პარტნიორობა ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების და თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვის შესაძლებლობებზე, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს დააკმაყოფილონ შრომის ბაზრის მოთხოვნები და გაზარდონ დასაქმების პერსპექტივები.
„თანამშრომლობა ასევე მოიცავს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების ხელშეწყობას, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი პრაქტიკებისა და მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციურ პროექტებს და კვლევებს, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების კომპეტენციების გაძლიერებას.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ ერთობლივი აქტივობების განხორციელებას, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებს, საინფორმაციო კამპანიებს, ტრენინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს და გამოცდილების გაცვლას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ამაღლებას, გარემოსადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების გაძლიერებას და მდგრადი განვითარების პრინციპების პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ბათუმში მასშტაბურ გასტრონომიულ ფესტივალ „გემოფესტზე“ ირაკლი კობახიძე და მარიამ ქვრივიშვილი იმყოფებოდნენ
06.09.2026.21:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმში, "გემოფესტზე" იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა გასტრონომიული ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი პავილიონები დაათვალიერა, რომელიც სამეწარმეო სივრცეებთან ერთად, აგროზონას, ღვინის, კულინარიულ და საბავშვო სივრცეებს აერთიანებს.
ფესტივალში 20-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.
"გემოფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2022 წლიდან იმართება და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი კერძები, ასევე მონაწილეობა მიიღონ გასართობ ღონისძიებებში.