მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის – ComCom-მა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტი დაიწყეს

news image
mbc image

 

კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტი „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის" დაიწყეს. თანამშრომლობის ფარგლებში, გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და მდგრადი განვითარების საკითხების სწორად, ობიექტურად და ეფექტიანად გაშუქების მიზნით, მედიააკადემიაში „მედიასკოლის სტუდიის" სტუდენტები თემატური ტრენინგებით გადამზადდებიან.

გარემოსდაცვით საკითხებზე სპეციალიზებულ სალექციო კურსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტები წარუძღვებიან. კურსი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: ატმოსფერული ჰაერის დაცვა, წყლის რესურსების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ტერიტორიების მართვა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება.

აღნიშნული კურსი გარემოსდაცვით თემებზე ჟურნალისტების ცნობიერებისა და პროფესიული უნარების გაძლიერებას, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, სახელმწიფო პროგრამებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის ხარისხიან გავრცელებას, ასევე მედიისა და გარემოსდაცვითი სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და სისტემური საგანმანათლებლო პლატფორმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში, პირველი სემინარები თემებზე „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება" და „წყლის რესურსების მართვა" ჩატარდა, რომლებსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ირაკლი მეგრელიძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგიის დეპარტამენტის უფროსი, იოსებ ქინქლაძე წარუძღვნენ. აღნიშნული ტრენინგების მსვლელობას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი დაესწრნენ, რომლებმაც გარემოსდაცვითი მიმართულებით ჟურნალისტების გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გრძელვადიანი თანამშრომლობა დაგეგმეს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა

06.07.2026.17:26

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა და ამ ეტაპისთვის უკვე 16 კომპანია სარგებლობს აღნიშნული სტატუსით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.

აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები შპს კარგონი და შპს ფიტოტესტერი გახდნენ.

• შპს კარგონი - სტარტაპი ქმნის ციფრულ ლოგისტიკურ პლატფორმას, რომლის მიზანია ტვირთის გამგზავნებისა და გადამზიდავების ერთმანეთთან, ერთ სივრცეში დაკავშირება, სატვირთო გადაზიდვების პროცესის გაციფრულება, გამჭვირვალობის გაზრდა და მიწოდების ჯაჭვში ხარჯებისა და დროის ოპტიმიზაცია. https://cargon.com/ka/

• შპს ფიტოტესტერი - სტარტაპი ქმნის ინოვაციურ, აგროტექნოლოგიურ პროდუქტს, კერძოდ მცენარეთა ელექტრული სიგნალების საზომ პორტატულ მოწყობილობას.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოიპოვებენ ის სტარტაპები, რომლებიც ქმნიან ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას.

ინოვაციური სტატუსის მქონე სტარტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე - https://innovationstatus.gov.ge/ka/awarded-companies

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა