გასული 5 წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის კუთხით, პირველი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს, ზრდა შეადგენდა 34,4%-ს, ტრანსპორტი, დასაწყობება, აქაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 20,3% l ირაკლი კობახიძე
ეკონომიკის კუთხით არის არაერთი პრიორიტეტული მიმართულება, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ის ინვესტიციები, რომლებიც იდება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში, აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 5 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით, პირველი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს, ამ 5 წლის ჭრილში ზრდა შეადგენდა 34,4%-ს.
„ტრანსპორტი, დასაწყობება, აქაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 20,3%. განათლება - 17%, საფინანსო-სადაზღვევო სექტორი - 12,5%, ტურიზმის სექტორში გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, ეს არის ძირითადი სფეროები, სადაც გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა ეკონომიკაში.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ეკონომიკის კუთხით, არის არაერთი პრიორიტეტული მიმართულება, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ის ინვესტიციები, რომლებიც იდება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში, აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას და ა.შ. ასევე განათლების სფეროში ველოდებით შემდგომ ზრდას, გამომდინარე იქიდან, რომ აქ კიდევ არსებობს ასათვისებელი რესურსი. თუმცა, ამასთან ერთად, დაბალანსებულად უნდა ვიზრუნოთ ყველა სექტორის განვითარებაზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმის განვითარებასა და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
სგპ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღკვეთეს
26.06.2026.20:35
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, 1 კილოგრამამდე მალულად განთავსებული არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღკვეთეს.
არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 560 ლარი შეადგინა.
6 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯამში - 17 502 ლარით დაჯარიმდა.