მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

გაზაფხულის ბოლოს უკვე გვექნება შესაძლებლობა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი გავხსნათ - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შინაარსობრივად უკვე სრულად მზადაა, თუმცა გახსნა შენობის ინფრასტრუქტურული ხარვეზების გამო შეფერხდა და მისი ამოქმედება სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს იგეგმება. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ჰაბი რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ სივრცედ ჩამოყალიბდება, სადაც განთავსდება ინტერაქტიული მუზეუმი, თანამედროვე ლაბორატორიები და საგანმანათლებლო პროგრამები, რაც ახალგაზრდებში ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის ზრდასა და ახალი თაობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმართულებით - შინაარსობრივ ნაწილში ყველაფერი უკვე მზად არის იმისთვის, რომ ხვალვე გავხსნათ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი. პრობლემა არის თვითონ შენობის ნაწილში.

შენობა საკმაოდ რთული ნაგებობაა და ჩვენ ვცდილობთ აღმოვფხვრათ ყველა ის ხარვეზი, რომელიც მას მშენებლობამდე ჰქონდა, რათა საქართველოს მოსახლეობას სრულფასოვანი და კომფორტული სივრცე შევთავაზოთ.

აღსანიშნავია, რომ შენობის დაახლოებით ორი მესამედი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის და ზოგადად მომავალი თაობისთვის, რათა მათ უკეთ შეიმეცნონ ტექნოლოგიური პროცესები. შესაბამისად, ჩვენი მიზანია მათ დავახვედროთ საუკეთესო გარემო - სათანადო კონდიცირებითა და ჰაერის სისტემებით, რაც აქამდე მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა.

ამ მიმართულებით, ვვარაუდობთ, რომ გაზაფხულის ბოლოს უკვე გვექნება შესაძლებლობა, ობიექტი გავხსნათ.

აქ იქნება წარმოდგენილი ინტერაქციული და ტექნოლოგიური სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი მუზეუმი, რაც შესაძლებლობას აძლევს რომ საქართველოს მოსახლეობას შეუყვარდეს ტექნოლოგიური მიმართულება - შეიმეცნოს, შეეხოს, თვითონ გააკეთოს სხვადასხვა ტიპის მაქინაციები, რითაც ისინი დაინახავენ თუ ტექნოლოგიური პროცესი როგორი მარტივია, როგორ შეიძლება ამ პროცესის ნაწილი იყო. ასევე მსოფლიო დონის კრეატიული მიმართულებების სკოლა შეიქმნება, რომელიც 11 მიმართულებით საქართველოს სკოლის მოსწავლეებს მისცემს ცოდნა-განათლებას, დაწყებული ხელოვნური ინტელექტიდან გაგრძელებული მუსიკით და ანიმაციებით და ვიდეოგრაფიკით და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის არის - ექსკლუზიურად მათთვის და ბევრი ერთობლიობაში ძალიან საინტერესო პროცესი. ყველაზე მაღალი დონის ლაბორატორიები იქ იქნება წარმოდგენილი, როგორც მაგალითად მეტალის 3D პრინტერი, ასევე რობოტი ტექნიკის მიმართულება, გაფართოებული რეალობა, ვირტუალური რეალობა და ყველა ეს შესაძლებლობა იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ არა მარტო ტელევიზორში ვუყუროთ ან YouTube-ზე ვუყუროთ ტექნოლოგიურ პროცესს, არამედ შევიდეთ და ჩვენ თვითონ შევქმნათ ის იდეები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უხვად აქვთ“, - აცხადებს ავთანდილ კასრაძე. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ივნისს საქართველოში

10.06.2026.09:40

10 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. მზე იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც მზეა, +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +25 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. გორში, დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსი იქნება. ომალოშიც იწვიმებს. დღისით +17 ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა