GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 4 თვის სტატისტიკას აქვეყნებს
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 4 თვეში, GCCA-ში - 835 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2553 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110 %-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 246 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 41 მოვაჭრეს - 61 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 60 176 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 80 საქმეზე - 68 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 80 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი 4 %, ქვემო ქართლი 3 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1 % და სხვ.
მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 301 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 223, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 182, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 52, ხოლო სხვა დანარჩენზე - 77. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11 %, განთავსება და საკვების მიწოდება 2 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 15 %.
სხვა სიახლეები
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა
24.07.2026.09:06
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.
„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აღნიშნავს იმასაც, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. შესაბამისად, მოუწოდებენ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ცნობების გავრცელებისგან.