მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0012
flag
AZN 1.5464
-0.0003
flag
CNY 38.817
0.0007
flag
EUR 2.9975
-0.0009
flag
GBP 3.5122
-0.0017
flag
KZT 56.04
-0.0017
flag
TRY 0.0556
-0.0001
flag
USD 2.6285
-0.0005
news banner

GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ტექნიკის მაღაზია adashop.ge 31 185 ლარით დაჯარიმდა

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „ადა" 31 185 ლარით დაჯარიმდა.

განსახილველ შემთხვევაში, მოვაჭრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე სააგენტოს ოთხმა მომხმარებელმა მიმართა - სადავო ნივთებს სხვადასხვა სახის ტექნიკა და ავეჯი წარმოადგენდა.

საქმის მოკვლევის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ მოვაჭრემ ვერ შეასრულა ნივთის ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ასევე ვერ უზრუნველყო მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებში მოყვანა. ამასთან, მოვაჭრემ უგულებელყო მომხმარებლის უფლება - დისტანციური ვაჭრობისას, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, 14-დღიან ვადაში ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე.

მომხმარებლების განცხადებით, მოვაჭრეს არ განუხორციელებია არანაირი ქმედება მათი დარღვეული უფლების აღსადგენად.

შპს „ადას" წინააღმდეგ საქმის შესწავლა თავდაპირველად პირობითი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მოვაჭრეს დაევალა, საქმიანობის შიდა პოლიტიკის შეცვლა და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენა, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოვაჭრემ დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, GCCA-მა მის მიმართ, კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საქმის შესწავლა ხელახლა დაიწყო. შპს „ადამ" არც განახლებული წარმოების ფარგლებში უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, რის შედეგადაც კომპანია 31 185 ლარით დაჯარიმდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა

24.07.2026.09:06

მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.

„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აღნიშნავს იმასაც, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. შესაბამისად, მოუწოდებენ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ცნობების გავრცელებისგან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა