მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.1
0.0081
flag
AZN 1.5457
-0.0002
flag
CNY 38.819
0.0025
flag
EUR 2.9916
0.0067
flag
GBP 3.4923
0.0031
flag
KZT 55.09
0.0006
flag
TRY 0.0554
-0.0001
flag
USD 2.6272
-0.0006
news banner

GCCA-მა „ჯორჯიან ეარვეისს“ მომხმარებლის ჩემოდნის დაზიანებისა და ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო დარღვევა დაუდგინა

news image
mbc image

GCCA-მა „ჯორჯიან ეარვეისს“ მომხმარებლის ჩემოდნის დაზიანებისა და ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო დარღვევა დაუდგინა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საქმე მომხმარებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევას შეეხებოდა.

კერძოდ, კომპანიამ მომხმარებლის ჩემოდანი დააზიანა, ხოლო შემდგომ ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი VIP მომსახურებით სარგებლობდა, რაც ბარგის უშუალოდ ავტომობილამდე მიტანას ითვალისწინებდა. მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებელს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა, დაზიანება დაუყოვნებლივ აღმოეჩინა, მაშინ როდესაც კომპანია სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე აპელირებდა.

GCCA-ის განმარტებით, როგორც საერთაშორისო კონვენციების, ისე ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრებოდა. „ჯორჯიან ეარვეისს“ უნდა დაესაბუთებინა, რომ ნივთი მისი ბრალეულობით არ დაზიანებულა. ვინაიდან კომპანიამ აღნიშნული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, დადასტურდა მისი მხრიდან სათანადო მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევა.

ამასთან, ერთ-ერთი განმცხადებლის პრეტენზია შეეხებოდა კომპანიის სტანდარტულ პირობას, რომელიც მგზავრებს კომპანიის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების სხვა პირისთვის დათმობას უკრძალავდა. GCCA-ის განმარტებით, ამგვარი სტანდარტული პირობა გაუმართლებლად ზღუდავს მომხმარებლის უფლებებს და უსამართლო სტანდარტულ პირობად მიიჩნევა. თუმცა ვინაიდან მოვაჭრემ აღნიშნული ჩანაწერი საქმის განხილვის პროცესშივე ამოიღო, სააგენტომ ამ ნაწილში დარღვევა აღარ დაადგინა.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-მდე ოდენობით. ამასთან, 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

30.07.2026.12:10

30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის ერთობლივი ინიციატივით, სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას შრომის ინსპექციის სამსახურის შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბაღდავაძე და პროკურორი თეა გიორგაძე უძღვებოდნენ. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში ტრეფიკინგის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ მიდგომებს. დასაქმებულებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია შრომითი ექსპლუატაციისგან თავდაცვის მექანიზმებზე, რეაგირების გზებსა და იმ სახელმწიფო სერვისებზე, რომლებიც დაზარალებულთათვისაა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, საუბარი შეეხო იძულებითი შრომის პრევენციას, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სამართლებრივ ასპექტებს. ტრეფიკინგთან ბრძოლა შრომის ინსპექციის სამსახურის უცვლელი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2025 წელს უწყებამ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ 300-ზე მეტი აქტივობა განახორციელა.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა