GCCA-მა „მილენიალსის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მილენიალსის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა სს „მამათის“ მხრიდან კანონის 11 (3) მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევას. კერძოდ, საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მოპასუხე იყენებდა მომჩივნის პროდუქტის (ჩაის) შეფუთვასა და ვებ-გვერდის დიზაინს.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრული ეჭვი და შესაბამისად, საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ, მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
სხვა სიახლეები
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა
24.07.2026.09:06
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.
„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აღნიშნავს იმასაც, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. შესაბამისად, მოუწოდებენ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ცნობების გავრცელებისგან.