მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.1
-0.0079
flag
AZN 1.5281
-0.0011
flag
CNY 39.062
-0.0002
flag
EUR 2.9108
-0.0008
flag
GBP 3.4814
-0.0088
flag
KZT 57.36
0.0005
flag
TRY 0.052
0
flag
USD 2.5973
-0.0019
news banner

GCCA-მა შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინა

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადასტურა.

სააგენტოს ინფორმაციით, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე მომსახურების გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა.

გარდა ამისა, დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულებით შეთანხმებული მომსახურების მიწოდების ნაწილშიც. კერძოდ, წინასწარ შეთავაზებული და მომხმარებელთა მიერ გაცნობილი კვების მომსახურების პირობები არსებითად განსხვავდებოდა ფაქტობრივად მიწოდებული მომსახურებისგან. სააგენტოს შეფასებით, მომსახურების შესაბამისობა გულისხმობს როგორც წინასწარ შეთავაზებული პირობების დაცვას, ისე მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ფუდ გალერი ჯორჯიას“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შპს ,,ფერიმ“ შპს „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილი შეიძინა | GCCA-მ კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია

02.11.2026.16:57

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.

,,შპს ,,ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნეს კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად. გადაწყვეტილება გაეგზავნოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში შეტყობინების წარმომდგენ პირს. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ, პერსონალურ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვეოდა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავდა შპს „ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. შპს „ფერი“ დაკავებულია ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადრგურების მშენებლობით. შპს „ეი ენერჯის“ კონტროლს დაქვემდებარებულ კომპანიას კი დაგეგმილი აქვს მარნეულის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა