გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის აკადემიად გარდაქმნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც სასწავლებელი განახორციელებს, მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა აკადემიის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე და ახალი პროექტების მხარდაჭერა.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში სტუმრობისას, გეკა გელაძემ სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ, აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს
05.10.2026.18:31
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ინფლაცია
საბანკო სექტორი
საგარეო სექტორი
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.