გელა სამხარაულმა დისკუსიაში - „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები" მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში - „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები" მიიღო მონაწილეობა.
გელა სამხარაულმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით პარლამენტის მუშაობაზე ისაუბრა და ყურადღება საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის გრძელვადიანი განვითარებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტაბილურ საკანონმდებლო გარემოს.
როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი გამოწვევა მცირემიწიანობა და მეურნეობების დანაწევრებაა. მისივე თქმით, ამ გამოწვევის დაძლევის მიზნით, პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტი „მწარმოებელთა ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობს. კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მზადდება.
გელა სამხარაულის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ნიადაგის დაცვის საკითხია.
„ამჟამად ნიადაგის დაცვის კანონმდებლობის განახლების მიმართულებით ვმუშაობთ. საქართველოში ამ სფეროს მარეგულირებელი ორი ძირითადი კანონი - „ნიადაგის დაცვის შესახებ" და „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ" - 1994 და 2003 წლებშია მიღებული. ეს კანონები განსხვავებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ გარემოში შემუშავდა და ზოგიერთი დებულება დღევანდელ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს. ჩვენი მიზანია, არსებული კანონმდებლობა განახლდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, უფრო მკაფიოდ განისაზღვროს პასუხისმგებლობები და ჩამოყალიბდეს ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის უფრო ეფექტიანი სამართლებრივი საფუძვლები", - განაცხადა გელა სამხარაულმა.
დისკუსიაში საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ საკანონმდებლო გარემოზე, მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და აგროსექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს" და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21.10.2026.09:00
21 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმიანი დღეა. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმს. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი ამინდია. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც წვიმიანი დღეა, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
ნალექს ახალქალაქშიც ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +21, ღამით კი +8 დაფიქსირდება.
ბორჯომში ნალექიანი დღეა, +19 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება წვიმა.
გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 15 ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.
ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.