მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

დღეს თბილისის საკრებულოში  თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა და სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას, ასევე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას ისახავს მიზნად.

„თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანამშრომლობის საბჭოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობის საკმაოდ წარმატებული მაგალითები გვქონდა. მემორანდუმის ფარგლებში, გენდერული თანამშრომლობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო პალატის საჭიროებისამებრ ერთობლივ ღონისძიებებს დავგეგმავთ და ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება,“ -  განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთის სავაჭრო პალატა მოხარულია თბილისის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობითა და საერთო აქტივობების  განხორციელებით.

თბილისის საკრებულოში გაფორმებული მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან, დაგეგმონ და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე განახორციელონ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული საქმიანობა, მათ შორის ითანამშრომლონ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: აფხაზეთიდან დევნილი ქალი მეწარმეების ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა - მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით გამოფენების, საქმიანი წრეების შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიების გამართვა; აფხაზეთიდან დევნილი ქალი მეწარმეების ცნობიერების ამაღლება და მათი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ურთიერთშეთანხმებული ღონისძიებების ფარგლებში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს

29.11.2026.17:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
 
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.
 
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა