მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გახსნა. შეხვედრაზე გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩართულ უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობას.
ბაკურ აბულაძის განაცხადებით, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსურ ხასიათს ატარებს და ამ პროცესში ჩართულნი არიან სხვადასხვა კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ  დანაშაულის პრევენციის, მონიტორინგის,  გამოვლენის, გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდის და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ კომპეტენტურ უწყებებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით შეიქმნა.
სამუშაო ჯგუფი საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებისაგან შედგება.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიზანია გაფართოებული შეხვედრების ფორმატში იმსჯელოს ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოში გავრცელებული ფულის გათეთრების დანაშაულის ტიპოლოგიების ანალიზი, მაღალი რისკების სფეროების იდენტიფიცირება, არსებული ეროვნული და საერთაშორისო რეკომენდაციები და მათი იმპლემენტაციის პროცესი, პრაქტიკული მაგალითების განხილვის პრინციპით დაგროვილი პრაქტიკის განზოგადება და ამ დანაშაულის გამოძიების/დევნის საკითხებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვა.
ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით პროკურატურის მიერ სისტემატურად ხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მიერ საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების პროცესში, საქართველოს პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები, ასევე, ფულის გათეთრების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით არსებული სტრატეგია პოზიტიურად შეფასდა.
 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა