გეოპოლიტიკური მერყეობები მთლიანად არ იწვევს ჩვენი პორტფელის შემცირებას, არამედ აღნიშნულს დაბალანსებული ეფექტი აქვს - ანა ნაჭყებია
გეოპოლიტიკური მერყეობები მთლიანად არ იწვევს ჩვენი პორტფელის შემცირებას, არამედ დაბალანსებულად ხდება ეს მერყეობა - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„როდესაც ესეთი მერყეობა არის ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით ჩვენი პორტფელის დინამიკას. როგორ იცვლება ფასები, რა გავლენა აქვს ჩვენს პორტფელზე და როდესაც ესეთი ტიპის გეოპოლიტიკური მოვლენები ხდება, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს მომგებიანობაზე ამას ვაკვირდებით განსაკუთრებით და ჩვენთვის მთავარი მიდგომა მსგავსი ტიპის რისკების ჰეჯირებისთვის ანუ რომ დავიცვათ ჩვენი პორტფელი ეს არის დივერსიფიკაცია და ის აქტივების განთავსების სტრატეგია, გრძელვადიანი ხედვა, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვანახლებთ. ეს გულისხმობს იმას რომ არ გავაკეთოთ ზედმეტი კონცენტრაცია ან რომელიმე ქვეყანაზე ან რომელიმე სექტორზე და ჩვენი აქტივები იყოს რაც შეიძლება დივერსიფიცირებულად განთავსებული. არის რეგიონები, როდესაც მაგალითად თუნდაც ნავთობის ფასები გაიზარდა, რომლებიც ამ ნავთობის ფასების ზრდით ხეირობენ. მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნები, რომლებიც არიან ნავთობის ექსპორტიორები, როდესაც ფასები გაიზარდა და სხვა აქციის ბაზრებზე ფასების შემცირება ვნახეთ, ლათინური ამერიკის კომპანიები გაიზარდა და აი ამან უზრუნველყო ის რომ ეს მერყეობა შეემცირებინა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხედვა ამ მიმართულებით არის დივერსიფიკაცია და ჩვენი ეს აქციების პორტფელი არის დივერსიფიცირებული. თითქმის 9000 კომპანია შედის ჩვენს პორტფელში სხვადასხვა პროპორციით. აქ შედის როგორც ამერიკის ტექნოლოგიური კომპანიები, ისე ამერიკის სხვა წამყვანი ინდუსტირების წარმომადგენლები, ეს იქნება საბანკო სექტორი თუ სხვა საყოფაცხოვრებო ბრედები, რომლებიც ჩვენ გაგვიგია. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს გვაქვს მაგალითად ევროპული კომპანიები, სადაც ტექნოლოგიური კომპანიების წილი ისეთი დიდი არ არის. შესაბამისად, უფრო სოლიდური კომპანიები არის და მერყეობაც ნაკლებია. გვაქვს აზიური კომპანიები, განვითარებადი ბაზრები, რომლებსაც სხვადასხვა ფუნდამენტური ფაქტორი უწყობს ამ ბაზრების ზრდას ხელს და შესაბამისად, მსგავსი გეოპოლიტიკური მერყეობები მთლიანად არ იწვევს ჩვენი პორტფელის შემცირებას, არამედ დაბალანსებულად ხდება ეს მერყეობა“, - აცხადებს ანა ნაჭყებია.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს
23.10.2026.17:42
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.