გერმანელმა ღვინის მაგისტრმა, იანეკ შუმანმა ქართული ღვინო გერმანიის სამ ქალაქში წარადგინა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქებში ჰამბურგი, ერფრუტი და ბერნკასტელ-კუესი ქართული ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართა.
ღონისძიებებს გერმანელი ღვინის მაგისტრი და ღვინის მარკეტინგის ექსპერტი იანეკ შუმანი (Janek Schumann) უძღვებოდა. გერმანიის ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთი კვალიფიციური ღვინის პროფესიონალის მიერ ქართული ღვინის წარდგენა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გერმანიის ღვინის ბაზაზრე ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებას.
გერმანიაში გამართულ ღონისძიებებს ჯამში 100-მდე ადამიანი - სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის ბიზნესის და HoReCa სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
გერმანია ქართული ღვინის გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 1,14 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია.
სხვა სიახლეები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა იწყება
28.10.2026.12:34
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ საპროექტო კომპანიის მიერ მომზადებულ პრეზენტაციასა და სამუშაო გეგმას. ასევე, იმსჯელეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე.
შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური, მისი მოადგილე სოფიკო მაისურაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და საპროექტო კომპანია „ურბანიკას” დირექტორი ირაკლი მურღულია ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიის არსებული მდგომარეობის გაცნობისა და შემდგომი სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების მიზნით საპროექტო არეალიც დაათვალიერეს.