ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე დროს ჩვენ მოძმე ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და სოლიდარობას ვუცხადებთ მას“, - აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
სხვა სიახლეები
ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და მაშველებთანაა, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო
20.11.2026.16:06
საქართველოში ევროკავშირის საელჩო, თბილისში ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და მაშველებთანაა, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს“, - წერს ევროკავშირის საელჩო სოციალურ ქსელ X-ში.
ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გუშინ, 19 ნოემბერს მოხდა. ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს. ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.