მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

ღვინის ეროვნული სააგენტო ამბროლაურში დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“ უერთდება

news image
mbc image

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ამბროლაურში კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“ არის წარმოდგენილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ამბროლაურის ახალ ბულვარში მოწყობილ საზეიმო სივრცეში წარმოდგენილია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა. ბავშვებისთვის მოწყობილია შემეცნებით-გასართობი სივრცე, ხოლო ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები კონცერტს მართავენ.

ღონისძიებაში რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებიდან 10 ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს და სტუმრებს საუკეთესო ადგილობრივ ღვინოებს სთავაზობენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

„ეს დღე ყველას გვაერთიანებს და თითოეული ჩვენგანისთვის სახელმწიფოს თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოა. დამოუკიდებლობა ჩვენი უმთავრესი მონაპოვარია და ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა. საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მეღვინეობის დარგსაც შეაქვს. წლევანდელი წელი გამორჩეულია, რადგან ვზეიმობთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს. სწორედ ქრისტიანობამ განსაზღვრა ჩვენი ერის იდენტობა, მრწამსი და ღირებულებები, რამაც მრავალი განსაცდელის მიუხედავად, დღევანდელ თავისუფალ და განვითარებულ საქართველომდე მოგვიყვანა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება, ამბროლაურში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ანსამბლი „სულიკო“ შეასრულებს.

ღონისძიება დღის ბოლოს გალა-კონცერტით დასრულდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ასევე იმართება ქალაქ რუსთავსა და ფოთში.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები იმართება კონცეფციით - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის კმ107-კმ112 მონაკვეთზე მოძრაობა 2 კვირით იზღუდება

27.10.2026.20:14

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორი კვირით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მოძრაობა ასევე შეიზღუდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე და 112-ე კილომეტრებზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება. დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადი ონის მიმართულებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის, ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა-ონის საავტომობილო გზების გამოყენებით და პირიქით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა