მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

ღვინო ქართველია - დავით სონღულაშვილი

news image
mbc image

„როგორც საქართველომ შექმნა ღვინო, ისე ღვინომ შექმნა საქართველო. დღეს საქართველო რომ ასეთია, ამის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ნაწილი 8 ათასწლოვანი ღვინის ისტორიაა“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში უნიკალური ენოთეკის გახსნასთან დაკავშირებით.

თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებულ ენოთეკაში, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასამდე საკოლექციო ბოთლი ინახება. კოლექცია ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრემიუმ კლასის ღვინოებს აერთიანებს. 
ღვინის ენოთეკა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა. იგეგმება ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების ბოთლების იდენტიფიცირება და მათი წარმოშობის დადგენა.

„ეს არის უდიდესი საგანძური, ღვინის კოლექცია. უნდა დავიწყოთ მისი იდენტიფიკაცია /ვერიფიკაცია. ენოთეკა ბოლოს 2002 წელს აღიწერა. მნიშვნელოვანია ვნახოთ რა მდგომარეობაა დღეს და, შესაბამისად, ეს გამოვიყენოთ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ სათქმელად, რომ ღვინო ქართველია და ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს. ამ ისტორიის ხელშესახები ნაწილია ის კოლექცია, რომელიც საქართველოში ინახება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

„ერთია 8 ათასწლიანი უნიკალური ისტორია და მეორეა თანამედროვე გამოწვევები. დღეს უკვე არის ის დრო, რომ ღვინო ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. 1961 წლის შემდეგ, ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო კვლავაც დარჩეს კონკურენტუნარიანი, ხარისხობრივად უფრო მეტად გავაუმჯობესოთ და სამყაროს ყურადღება ქართული ღვინისადმი კიდევ უფრო მივიპყროთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

27.07.2026.16:07

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროს გურამ დუმბაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისა და შესრულების პროცესში არსებული გამოწვევების ეფექტიან გადაჭრას ემსახურება.

განსაკუთრებით აღინიშნა სამშენებლო მასალების, ტრანსპორტირების, შრომის ანაზღაურებისა და მანქანა-მექანიზმების ღირებულების საბაზრო ღირებულებასთან დაახლოებისა და ფასთა ინდექსაციის მექანიზმის დანერგვის მნიშვნელობა სექტორისთვის, ასევე ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულის როლი, რაც ყველა დაინტერესებულ პირს ბაზრის კვლევის პროცესში მონაწილეობის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, მასშტაბური რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქვეყანაში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც მოქალაქეებს მრავალი წლის განმავლობაში მოემსახურება.

„ქართული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს დაკავშირებული ხარისხთან. არ შეიძლება, კონკრეტული პროექტის განხორციელებიდან რამდენიმე თვეში ან წელში იმავე ინფრასტრუქტურას სჭირდებოდეს რეაბილიტაცია. მას უნდა სჭირდებოდეს მხოლოდ მოვლა-პატრონობა. ჩვენ დავნერგეთ ისეთი სიახლეები, როგორიც არის ინდექსაცია, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სერიოზული მუშაობის შედეგად დადგინდა მანქანა-მექანიზმების, მასალების ფასები, ხელფასები. არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს და ბიზნესს სხვადასხვა ფასი უჯდებოდეს ერთი და იმავე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულის დანერგვის შედეგად, ბოლო ერთ წელიწადში გავასწორეთ ბაზრის კვლევასა და შესყიდვებთან დაკავშირებული არასწორი პრაქტიკა", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მნიშვნელოვან როლს რეფორმების შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში და განაცხადა, რომ რეფორმა სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, კონკურენტულ გარემოში მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქტი, ხოლო კერძო სექტორს სამართლიანი და პროგნოზირებადი პირობებით უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სხვადასხვა ინიციატივებზე ისაუბრეს. ლევან ჟორჟოლიანმა კერძო სექტორის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა და მათთან თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა. აღინიშნა, რომ სამშენებლო სექტორის ხელშეწყობისა და სფეროს გაჯანსაღების მიზნით რეფორმები გაგრძელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა