გიორგი აბაშიშვილი ფონდი „ქართუს" ჯილდოზე: უეფასგან მონაწილეობის თანხის გარდა ეს 30 მილიონი ლარი უფრო მეტი პრიზია, ვიდრე ყველა მოგებით ნახევარფინალში გასული ნაკრები უეფასგან ფინანსურად მიიღებს
ფონდი „ქართუსგან" 30 მილიონი ლარი გამოეყო საქართველოს ნაკრებს, ქართულ მედიაზე არაფერს ვიტყვი, თუმცა, არაერთი ცნობილი საერთაშორისო გამოცემა პოზიტიურად წერს ამ მხარდაჭერის შესახებ და ამაში რა არის ცუდი? (სტატისტიკის მოყვარულთათვის: უეფასგან მონაწილეობის თანხის გარდა ეს 30 მილიონი ლარი უფრო მეტი პრიზია, ვიდრე ყველა მოგებით ნახევარფინალში გასული ნაკრები უეფასგან ფინანსურად მიიღებს), - წერს „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი ლუკა ლოჩოშვილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ.
მისი თქმით, ფეხბურთელებისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაშისათვის ქვეყნის სახელი პირველია, თუმცა ფული ასევე აუცილებელი ინტერესია განვითარებისათვის.
„ლუკა ლოჩოშვილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ ანუ როცა პოზიტივში ნეგატივს ეძებ და პირველ ცდაზე (გვარზე) მწარედ დამარცხდი: მხოლოდ ფაქტები: აინტერესებთ თუ არა ფეხბურთელებს ფული? კი და ძალიან! და ეს სწორი და აუცილებელი ინტერესია განვითარებისთვის! სად თამაშობს თანამედროვეობის ორი ფენომენი? კრისტიანო რონალდო - საუდის არაბეთი მესი - აშშ ცხადია, ორივე გენიოსი ევროპაშიც “იშოვიდა” გუნდს და რატომ აშშ და საუდის არაბეთი? - პასუხი ვიცით გადამწყვეტია თუ არა ფული ეროვნულ ნაკრებში თამაშისათვის მესისათვის, რონალდოსთვის, ლუკა ლოჩოშვილისთვის და ა.შ. ? არა! ქვეყნის სახელი პირველია! (მაგალითისათვის, იხილეთ ხვიჩას კომენტარი პორტუგალიასთან მოგების და სკუდეტოს მოგების შესახებ) აქვე: უეფასაგან საპრიზო ფონდი ევრო 2024-თვის შეადგენს 331 მილიონი ევროს და ის მთლიანად ნაკრებებზე ნაწილდება, მონაწილეობის 9.25 მილიონი თითოეულ მონაწილე ნაკრებს გარანტირებული აქვს, საქართველოს უკვე ამ თანხას პლუს 1.5 მილიონი ევრო აქვს ჩეხეთთან ფრის და პორტუგალიასთან მოგებისათვის? რა არის ამაში ცუდი? ერთადერთი რამ: მგონია, რომ ცოტაა ჩვენნაირი ქვეყნებისათვის. "ფონდი ქართუსგან" 30 მილიონი ლარი გამოეყო საქართველოს ნაკრებს, ქართულ მედიაზე არაფერს ვიტყვი, თუმცა, არაერთი ცნობილი საერთაშორისო გამოცემა პოზიტიურად წერს ამ მხარდაჭერის შესახებ და ამაში რა არის ცუდი? (სტატისტიკის მოყვარულთათვის: უეფასგან მონაწილეობის თანხის გარდა ეს 30 მილიონი ლარი უფრო მეტი პრიზია ვიდრე ყველა მოგებით ნახევარფინალში გასული ნაკრები უეფასგან ფინანსურად მიიღებს) პროფესიული დისკუსიისათვის ფეხბურთისა და ფინანსების შესახებ რეკომენდირებულია გავეცნოთ მინიმუმ: https://www.transfermarkt.com/ #ვაცალოთთამაშიბიჭებს საქართველო, ყველაფერი გამოვა“, - წერს გიორგი აბაშიშვილი.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.