მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა

news image
mbc image

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა.

გიორგი ამილახვარმა, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ქვეყნის განვითარებაში მათი როლის გაძლიერების მიზნით, განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდული სფერო განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთიანი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, ამ მიმართულებით მომავალი წლების განმავლობაში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, ეფექტიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა გატარდება.

გიორგი ამილახვარი: „ახალი ინიციატივების განხორციელებით ჩვენ ვიზრუნებთ, რომ საქართველოს ჰყავდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე ახალგაზრდა თაობა, რომელიც თანამედროვე სამყაროში არსებულ კონკურენტულ გარემოში შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.

ჩვენი მიზანია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. მრავალფეროვანი, საინტერესო პროექტების განხორციელებით მოვიცავთ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას და, პარალელურად, შევთავაზებთ ახალგაზრდებს პირად ინტერესებზე მორგებულ თემატურ ღონისძიებებს – შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ, შემოქმედებით აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანია მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ, ახალგაზრდების დასაქმების გაუმჯობესების მიზნით, ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე.“

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, 2024 წელს სამინისტრო ახალგაზრდებს შესთავაზებს მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალს, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება. მინისტრის განცხადებით, ფესტივალი მოიცავს: უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას, ინტერმედიას – რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსის ჩატარებასა და STEM კონკურსს, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობების პარალელურად, ფესტივალის თითოეული მიმართულება დატვირთული იქნება გასართობი აქტივობებით – ახალგაზრდებისთვის ჩატარდება მასშტაბური კონცერტები და მოეწყობა მრავალფეროვანი მუსიკალური საღამოები, სადაც მოწვეულნი იქნებიან ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი, საკლუბო სივრცის ცნობილი არტისტები.

გიორგი ამილახვარმა სტუდენტთა ინიციატივების მხარდაჭერასა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიზნით სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ თემატურ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს, რომელიც საქართველოში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა ახალგაზრდისთვის, მათი საინტერესო, შემოქმედებითი იდეების, თუ პროექტების განხორციელების უნიკალური შესაძლებლობა იქნება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალგაზრდებისთვის ბანაკების სერვისის ხელმისაწვდომობაზე და განაცხადა, რომ განახლებული პროგრამით, წელს სამინისტრო ორგანიზებას გაუწევს ანაკლიის საზაფხულო და თემატურ ბანაკებს სხვადასხვა ლოკაციაზე, რომლებიც უმასპინძლებენ 4 000-მდე მონაწილეს. ამასთან, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება  „ჯარის ბანაკი“, რომელიც ახალგაზრდებში კიდევ უფრო გააღვივებს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებას, ხელს შეუწყობს ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯარის იდეის პოპულარიზაციას.

რაც შეეხება ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, გიორგი ამილახვარის თქმით, 2024 წლიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს კურსდამთავრებულებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის განხორციელებას საჯარო სტრუქტურებში. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, შეიძინონ პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მათი კარიერული წინსვლისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

ხედვის პრეზენტაციის ფარგლებში მინისტრმა ასევე განსაკუთრებით გამოყო სტუდენტური კლუბების გაძლიერებისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიურად ჩართულობის ხელშეწყობის საკითხები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა