მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გიორგი ტყემალაძე: ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფასეულობაა, ამიტომ წლების განმავლობაში ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი ადამიანზე, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოში კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. ღონისძიება კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა - უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში მოეწყო, მისი მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ღონისძიება კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ისა და პაციენტთა ორგანიზაციის „ევროპა დონა საქართველო“ ეგიდით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერითა და ჩართულობით გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო  „ევროპა დონა საქართველოს“ მხრიდან მადლიერების გამოხატვა ყველა იმ სახელმწიფო უწყების, ორგანიზაციის, ბიზნესკომპანიისა და მედიასაშუალების მიმართ, რომელთა თანადგომამ ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სრულფასოვანი მკურნალობა შესაძლებელი გახადა.

როგორც ღონისძიებაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა, თითოეული მოქალაქის სრულფასოვანი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს გაცხადებული პრიორიტეტია. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ სერვისების განხორციელებაში მონაწილეობს.

„ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფასეულობაა.  ამიტომ წლების განმავლობაში ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი ადამიანზე, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

სახელმწიფოსა და თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

ჩვენი შეკრებაც ამ ყველაფრის დასტურია. პაციენტების, სახელმწიფო სტრუქტურების, ექიმების, მედიის, კერძო სექტორის ერთობლივმა ძალისხმევამ ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სრულფასოვანი მკურნალობა შესაძლებელი გახადა, სიცოცხლის შანსი მიეცა უამრავ ადამიანს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ მრავალი წლის მანძილზე იყო და არის ჩართული სრულფასოვანი სამედიცინო სერვისების შექმნაში, დახვეწასა და განხორციელებაში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც ცნობილია, საყოველთაო ჯანდაცვა ყველა მოქალაქეს ონკო ქირურგიას დაუფინანსებს. პროგრამა აქამდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ და პენსიონერ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. ცვლილების მიხედვით, ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა პირს განურჩევლად მისი შემოსავლისა. ანალოგიური წესი გავრცელდება ონკო პაციენტების თერაპიულ მკურნალობაზეც, რომელიც მოიცავს ქიმიო- ჰორმონო-სხივურ თერაპიებსა და მედიკამენტებს. მნიშვნელოვანია, რომ თერაპიაზე გათვალისწინებული 25-ათასლარიანი წლიური ლიმიტი მოიხსნა, შესაბამისად დაფინანსება მიბმული იქნება არა კონკრეტულ თანხაზე, არამედ დიაგნოზზე. გარდა ამისა, სამინისტრო უშუალოდ მწარმოებლისგან სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შეისყიდის მედიკამენტებს. ყოველივე ამის მიზანი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. შედეგად თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.

შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს და შეაფასეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: განვლილი საქმიანობა და მიღებული შედეგები, დღეს არსებული მდგომარეობა, დასახეს სამომავლო გეგმები, რათა მკურნალობა კიდევ უფრო სრულყოფილი და უწყვეტი გახდეს.

ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექიმები, პაციენტები და მხარდამჭერები დაესწრნენ.

4 თებერვალს მთელ მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსაგან გამოწვეული ზიანის შემცირებას, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისათვის. სწორედ ამიტომ მსოფლიო ინიციატივის ფარგლებში, 2022 წლიდან საფუძველი ჩაეყარა 3-წლიან კამპანიას „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა