მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გიორგი ტყემალაძე: ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები წლებია უცხადებენ ბოიკოტს ჩვენს თანამოქალაქეებს

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდაზე განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტი ორ  მილიარდ ლარზე მეტი ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შეძლებს.

„ეს არის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები, რომ უფრო მეტი მნიშვნელოვანი  პროექტი განვახორციელოთ, რაც, სამწუხაროდ, მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი ოპონენტებისთვის, ეს ძალიან გასაკვირია. მათ ბიუჯეტის ზრდა დაუკავშირეს  გარკვეულ წინასაარჩევნო ღონისძიებებს. ბიუჯეტის ზრდა   თბილისელების საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებითააგანპირობებული. ეს პროექტები უკავშირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაღებს, ჯანდაცვასა და უამრავ სხვა პროექტს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ბიუჯეტში ცვლილებებს, განსხვავებით ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისაგან, რომლებიც უკვე წლებია უცხადებენ ბოიკოტს ჩვენს თანამოქალაქეებს“,  - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს განსახილველ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი ხვედელიძის კანდიდატურის წარდგენას ეხება. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, გიორგი ხვედელიძე  გამოცდილი კადრია, რომელსაც დღემდე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. მან ასევე მადლობა გადაუხადა მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროს ბადრი გიორგიძეს გაწეული სამუშაოსთვის. ბადრი გიორგიძე საქმიანობას თბილსერვის ჯგუფში გააგრძელებს. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა