გიორგი ტყემალაძე: „განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს“
თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ,ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შესახებ განცხადებითგახსნა. გიორგი ტყემალაძემ ქართველ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომსაქართველოს ნაკრების პირველი ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეული და დაუვიწყარიიყო. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული ფეხბურთის უპრეცედენტომხარდაჭერისთვის მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. როგორცგიორგი ტყემალაძემ განაცხადა, განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაუსახა, რომ ქართულფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს.
„ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობის შემდგომ არ მქონია საშუალებასაჯაროდ მადლობა გადამეხადა ქართველი ფეხბურთელებისთვის. დღეს მინდა ვისარგებლოშემთხვევით და თბილისის საკრებულოს სხდომა ამ ისტორიული მიღწევის აღნიშვნით გავხსნა. მართლაც გამორჩეული და დაუვიწყარი იყო საქართველოს ნაკრების პირველი ასპარეზობა ევროპისჩემპიონატზე. ჩვენმა ბიჭებმა შესაშური გუნდურობით, შემართებით, ღირსებითა და თავდადებითისტორიული შედეგი დადეს. მადლობა მათ, მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ქართველგულშემატკივრებს, ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს ქართული ფეხბურთის ასეთიუპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილიშეიტანა ქართული ფეხბურთის ასეთ წარმატებასა და აღიარებაში; მადლობა იმ სიხარულისა დასიამაყის გრძნობისთვის, რომელიც მთელ საქართველოს, ყველა გულშემატკივარს მოგვანიჭეს. განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყოწარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.