მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გიორგი ტყემალაძე: თბილისის მუნიციპალიტეტი „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ წარმატებით ახორციელებს

news image
mbc image

მსოფლიოში დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამდღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ჯანმრთელობისდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, მერიის ჯანდაცვისა დასოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოსწევრები ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავს“ ესტუმრნენ.

ევექსის დირექტორმა გიორგი გორდაძემ და ნეიროგანვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარბაზღაძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს დაიმ სერვისებზე, რომლებსაც ბენეფიციარები იღებენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

თავის მხრივ, ცენტრის მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებითგანხორციელებულ პროგრამებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ,ისაუბრა. მისი თქმით, დღეს თბილისში  აუტიზმის მიმართულებით 10 ცენტრი ფუნქციონირებს, რომელთა მიზანიც მოზარდების თერაპიული მომსახურებაა. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება აუტიზმის სპექტრის დარღვევისმქონე ბავშვთა ხელშეწყობაა.

 „დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ახალგახსნილ ნეიროგანვითარების ცენტრში, რომელიცსაერთაშორისო სტანდარტებით არის აღჭურვილი და დაახლოებით 200 ბენეფიციარს ემსახურება. სულ ქალაქის მასშტაბით თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამაში 2 ათასზე მეტი ბენეფიციარიაჩართული. ჩვენთვის მათი ხელშეწყობა და ადაპტაცია მთავარი პრიორიტეტია. ასევე ამმიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც მნიშვნელოვანია. თბილისისმუნიციპალიტეტი მსგავს პროგრამებს წარმატებით ახორციელებს“,  -  განაცხადა გიორგიტყემალაძემ.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“პროგრამის შესახებ საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიისთავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემაც, ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა ბავშვებისმოთხოვნებზე სრულადაა მორგებული.

„კარავი“ ერთ-ერთი გამორჩეული ნეიროგანვითარების ცენტრია, სადაც ჩვენი პატარები შესაბამისთერაპიულ გაკვეთილებს იღებენ. „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“პროგრამა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს დაბენეფიციარები მათ მოთხოვნებზე მორგებულ სერვისს იღებენ. რასაკვირველია, ეს პროგრამა კიდევუფრო დაიხვეწება და განვითარდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2007 წლიდანაღინიშნება. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანი  აუტიზმის მქონე ადამიანებისფუნდამენტური უფლებების დაცვა და რეალიზაციის ხელშეწყობა და ამ კუთხით საზოგადოებისცნობიერების დონის გაზრდაა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა