მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გიორგი ტყემალაძე: „თბილისისა და პრაღის ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება შედეგიანი იქნება“

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ქალაქ პრაღის მეექვსე ოლქის მერთან, იაკუბ სტარეკთან და მერის მოადგილეებთან, მარიან ჰოშეკთან და მარიანა ჩაპკოვასთან,შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა, საკრებულოს წევრები და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ესწრებოდნენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ უცხოელ სტუმრებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს მხარდაჭერა ქვეყნისთვის, რომელიც ისტორიის გარდამტეხ  ეტაპზე იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რაც  ძალიან დიდი წარმატებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ  დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ  ასეთ მნიშვნელოვან დროს ჩვენი მხარდაჭერისთვის“,  -  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ჩეხეთის დელეგაციას თვითმმართველობის მიერ ბოლო დროს განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ქალაქისთვის მთავარი პრიორიტეტები ეკოლოგია, სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკაა. მისივე თქმით, პრიორიტეტებად რჩება ჯანდაცვისა და განათლების სფეროები.

„ურთიერთგამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა სფეროში  სამომავლო თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი მყარი საფუძველი იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, თბილისისა და პრაღის ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება შედეგიანი იქნება.

თავის მხრივ, პრაღის მეექვსე ოლქის მერმა იაკუბ სტარეკმა გიორგი ტყემალაძეს და საკრებულოს წევრებს თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გამოცდილების გაზიარება ორმხრივად სასარგებლო იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ პრაღისა და თბილისის ურთიერთობა ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება.

„გავეცანი ქალაქში თქვენ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტს და მინდა აღვნიშნო, რომ ის, რაც ვნახე, ძალიან შთამბეჭდავია. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სატრანსპორტო სისტემა, რომელსაც თქვენ ნერგავთ და რომელიც უმაღლესი ევროპული სტანდარტისაა.  კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის“, - განაცხადა  პრაღის მეექვსე ოლქის მერმა იაკუბ სტარეკმა.

შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს სხვადასხვა კომისიის თავმჯდომარეებმა უცხოელ სტუმრებს თავიანთი კომისიების სპეციფიკასა და საქმიანობის დეტალებზე მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ, ჩეხეთის დელეგაციას თბილისში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შესაძლო მიმართულებების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ დაიწყება მუშაობა პრაღაში თბილისთან დაკავშირებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხზე.

პრაღის მეექვსე ოლქის მერისა და მისი მოადგილეების  ვიზიტი თბილისში 18 მარტს დაიწყო და ხვალ დასრულდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა