მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

GITA-ს „5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე“ 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე“ მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს. მათი შერჩევა 23,631 განაცხადიდან მოხდა.

პროგრამის მიმდინარე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის სასურველი კურსები ოთხი ძირითადი მიმართულებიდან აერჩიათ: პროგრამირება, დიზაინი, მართვა/მხარდაჭერა და ხელოვნური ინტელექტი (AI).
ჩარიცხული აპლიკანტების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: პროგრამირება - 500 სტუდენტი; დიზაინი - 200 სტუდენტი; მართვა/მხარდაჭერა - 150 სტუდენტი; ხელოვნური ინტელექტი (AI) - 150 სტუდენტი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებაზე დაფიქსირდა, სადაც 3 798 აპლიკანტი დარეგისტრირდა. ეს ტექნოლოგიურ სფეროში AI-ს წლიდან წლამდე მზარდ პოპულარობასა და მისი შესწავლის მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

ჯამური რეგისტრაციების რაოდენობით მეორე ადგილზე პროგრამირების, შედგომ კი მართვა/მხარდაჭერის მიმართულებაა.

პროგრამა ინიციატივა „Do IT in Georgia“-ს შემადგენელი ნაწილია და მის მიზანს საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის მომზადება და მოქალაქეების ციფრულ სამყაროსთან ადაპტაცია წარმოადგენს.

IT კურსების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ინტეგრირებულ ონლაინ პლატფორმაზე - edu.doit.gov.ge. აღნიშნული რესურსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან სივრცეში გაეცნონ პროფესიული განვითარების ყველა შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ციფრულ ინდუსტრიაში კარიერის დაგეგმვას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

27.11.2026.18:24

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზებისდეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ54-კმ88 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა