მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები კახეთის რეგიონში ცნობილია

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები კახეთის რეგიონში გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტები:

Aitomo - სტარტაპი მიზნად ისახავს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) ანალიზის პროცესის სრულ ავტომატიზაციას AI-ის გამოყენებით.
პოვო - პროექტის მიზანია დაეხმაროს ბიზნესებს მომხმარებლების ლოიალობის გაზრდასა და ხელახლა მოზიდვაში Punch Card (შტამპების ბარათის) პრინციპზე აგებული მობილური აპლიკაციის საშუალებით.
LocalFriend - პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური ტურისტული პლატფორმის შექმნას, რომელიც სოლო მოგზაურებს დააკავშირებს ადგილობრივ ადამიანებთან და შესთავაზებს ავთენტურ გამოცდილებებს უსაფრთხო, ტექნოლოგიურად განვითარებულ გარემოში.
მემამულე - სტარტაპის მიზანია, მცირე და საშუალო ფერმერებისთვის აგრონომიული ცოდნა და ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გახადოს და დაეხმაროს მათ მიწის სრული პოტენციალის გამოვლენაში.
Sealedu - AI-ზე დაფუძნებული სწავლების სისტემა, სადაც ხელოვნური ინტელექტი ხდება პირადი პერსონალიზირებული მასწავლებელი თითოეული სტუდენტისთვის.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს აღნიშნული პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოს 9 რეგიონში და გამოვლინდა 31 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.

მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 5 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 26 მაისს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქუთაისში საინტერესო, მრავალფეროვანი და ტექნოლოგიური სტენდით იქნება წარმოდგენილი - ლევან დარსალია

22.05.2026.17:59

“26 მაისი არის დღე, რომელიც გვეამაყება და დღე, რომელიც გვაერთიანებს,” - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან დარსალია 26 მაისის მნიშვნელობასა და იმ აქტივობებზე საუბრობს, რომელსაც GITA წელს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი წელს, 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი.

“წელსაც ჩვენი სააგენტო განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილი აქტივობები მრავალფეროვანია და მოიცავს 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნება 3D მოდელები და ადგილზევე იქნება ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი. ჩატარდება ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეები მიიღებენ 3D პრინტერზე დაბეჭდილ 26 მაისის თემატიკის სუვენირებს”- განაცხადა ლევან დარსალიამ.

მისივე ინფორმაციით, Snap circuits -ისა და lego spike -ის ვორქშოფები განკუთვნილი იქნება ბავშვებისთვის. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ნახონ სხვადასხვა ფუნქციის მქონე რობოტები და ჩაერთონ აწყობის პროცესში. შესაბამის სივრცეში იქნება რობოტების გამოფენაც. მონაწილეები გაეცნობიან ზოგად ინფორმაციას რობოტების მუშაობის და პროგრამირების შესახებ.

GITA - ს პავილიონში წარმოდგენილი იქნება ასევე ასაწყობი ფაზლი 26 მაისის თემატიკაზე.

ლევან დარსალიას ინფორმაციით, დაინტერესებული პირები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ დრონების ვორქშოფშიც, რომლის შემდგომაც დრონების სიმულატორის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ და გატესტონ დრონის მართვა.

GITA - ს პავილიონში ასევე დაგხვდებათ VR სათვალის, 3D სკანირებისა და ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოფები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა