GITA-სა და ITU-ს თანამშრომლობით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული ხედვის (სტრატეგიის) ჩამოსაყალიბებლად სამუშაო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირთან (ITU) თანამშრომლობით, თბილისის ტექნოპარკში „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული ხედვის“ (სტრატეგიის) დოკუმენტის შემუშავების ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრების მიზანი იყო ეროვნული ხედვის დოკუმენტის პროექტით განსაზღვრული სტრატეგიული მიმართულებებისა და პრიორიტეტების განხილვა და დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების გაზიარება. მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების არსებული მდგომარეობის, ინსტიტუციური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებისა და შესაბამისი კომპეტენციების განვითარების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სხვადასხვა სექტორს შორის დიალოგი და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საჭიროებებსა და განვითარების პრიორიტეტებზე მორგებული ეროვნული ხედვის (სტრატეგიის) ჩამოსაყალიბებლად.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ეროვნული ხედვის დოკუმენტის შემდგომი დახვეწის პროცესში, რაც მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის საქართველოში ხელოვნური ინტელექტის კოორდინირებული, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის.
შეხვედრებში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, კერძო სექტორის, აკადემიური და კვლევითი წრეებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მერიის სამსახურებს - მათ მაქსიმუმი გააკეთეს | ირაკლი კობახიძე
20.11.2026.12:59
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მერიის სამსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.
"მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მერიის სამსახურებს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა ამისათვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.