მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.1
-0.0019
flag
AZN 1.5639
-0.0007
flag
CNY 39.223
-0.0007
flag
EUR 3.0646
-0.0077
flag
GBP 3.5514
-0.0105
flag
KZT 54.39
-0.001
flag
TRY 0.0576
0
flag
USD 2.6586
-0.0007
news banner

გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა საქართველოსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გივი მიქანაძის თქმით, აღნიშნული პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოში STEM მიმართულებებით ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში ტრანსნაციონალური განათლების დანერგვის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები.

მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები - ზვიად გაბისონია, ბაია კვიციანი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტი და ვიცე-პრეზიდენტი უილიამ ტონგი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგა

12.06.2026.14:13

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა (PBoC) და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ შანხაიში ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმში „გლობალურ ფინანსურ გაურკვევლობაში ორიენტირება: მიმდინარე პროცესები ფინანსურ ბაზრებზე, საინვესტიციო სტრატეგიები და საერთაშორისო სავალუტო სისტემა“ მთავარი მომხსენებლის სტატუსით გამოვიდა.

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 30-მდე ცენტრალური ბანკისა და მონეტარული ორგანოს პრეზიდენტები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის - საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, სინგაპურის, ჰონგ კონგის, ბრაზილიის, არგენტინის, ინდონეზიის, საუდის არაბეთისა და კატარის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ემსახურება მაღალი დონის პლატფორმის შექმნას, სადაც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ გლობალურ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ პროცესებზე, რეზერვების მართვის თანამედროვე სტრატეგიებზე, საერთაშორისო მონეტარული სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და ფინანსური ბაზრების მიმდინარე და გრძელვადიან ტენდენციებზე.

სიმპოზიუმის პირველ სესიაზე - „გლობალური მაკროეკონომიკური და ფინანსური ბაზრების განვითარება“, ნათია თურნავამ მიმოიხილა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები, საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა და ცენტრალური ბანკების რეზერვების მართვის თანამედროვე გამოწვევები.

სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გლობალური საინვესტიციო გარემო გეოპოლიტიკური დაძაბულობის, სავაჭრო ფრაგმენტაციისა და მაკროეკონომიკური გაურკვევლობის ზრდის ფონზე კიდევ უფრო კომპლექსური ხდება.

„გრძელვადიანმა სავაჭრო დაძაბულობამ, სამხედრო კონფლიქტებმა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, ასევე მიწოდების ჯაჭვების გლობალურმა შეფერხებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბაზრების ცვალებადობა და საინვესტიციო რისკები. დღეს გეოპოლიტიკური მოვლენები უკვე მხოლოდ გარე რისკები აღარ არის - ის ეკონომიკურ ცვლადებად იქცა, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ინფლაციაზე, კაპიტალის ნაკადებზე, სავალუტო კურსებსა და საინვესტიციო სტრატეგიებზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება სავალუტო რეზერვების მართვის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ მზარდი გეოპოლიტიკური რისკების პირობებში უსაფრთხოება რეზერვების მართვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა. მისი შეფასებით, ოქროს მიმზიდველობა გაიზარდა, რადგან რეზერვების მმართველები ეძებენ ისეთ აქტივებს, რომლებიც ნაკლებადაა დამოკიდებული სუვერენულ და გეოპოლიტიკურ რისკებზე.

მისივე თქმით, მსოფლიოში სარეზერვო პორტფელების დივერსიფიკაციის ტენდენცია თვალსაჩინოა, ასევე შეიმჩნევა აზიური კაპიტალის ბაზრების მზარდი მიმზიდველობა.

„ცენტრალური ბანკებისთვის რეზერვების მართვის სამი ძირითადი პრინციპი არსებობს - უსაფრთხოება, ლიკვიდობა და მომგებიანობა. ბოლო წლებში უსაფრთხოების მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ ამიტომ, მრავალი ცენტრალური ბანკი ცდილობს გააძლიეროს პორტფელების მდგრადობა და გაზარდოს დივერსიფიკაცია როგორც ვალუტების, ისე აქტივების კლასების მიხედვით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოქროში განხორციელებულმა ინვესტიციებმა მნიშვნელოვნად დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს საერთაშორისო რეზერვების შემოსავლიანობაზე. მისივე განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების განთავსებისთვის ბაზრების გეოგრაფიულ და სავალუტო დივერსიფიკაციას ახორციელებს და ამ კონტექსტში, ტრადიციული ბაზრების პარალელურად, აზიური ბაზრები და ვალუტები მზარდ ინტერესს წარმოადგენს.

ნათია თურნავას განმარტებით, ასეთ გარემოში რისკების დისციპლინირებული მართვა, თანმიმდევრულობა და მოქნილობა, შესაძლოა, გრძელვადიანი საინვესტიციო წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის აღმოჩნდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა