მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.6
-0.0079
flag
AZN 1.5467
-0.0005
flag
CNY 38.81
-0.0054
flag
EUR 2.9984
-0.006
flag
GBP 3.5139
-0.0154
flag
KZT 56.21
0.0006
flag
TRY 0.0557
0
flag
USD 2.629
-0.0011
news banner

გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 - წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება

news image
mbc image

2026 წლის 19-21 ივნისს საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემებს გააერთიანებს. რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური მოძრაობა, Global Tech Weekend Tbilisi ბრუნდება. წლევანდელი GTWT-ის მთავარი ღონისძიება 20 ივნისს დედაქალაქის კულტურულ ცენტრში, Factory Tbilisi-ში გაიმართება და სამი დღის განმავლობაში 20,000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმარს გააერთიანებს, მათ შორის გლობალურად გავლენიანი სპიკერებს, რომლებიც ექსკლუზიურად GTWT-ის სცენას დაიკავებენ.

როგორი იქნება GTWT 2026?

წლევანდელი ღონისძიება კონფერენციის ტრადიციულ ფარგლებში ჩატარდება და ღონისძიებები მთელ ქალაქში გაიმართება. 2026 წლის ღონისძიებისათვის პროგნოზირებული რიცხვები თავად მეტყველებს კონფერენციის მასშტაბზე:

• 200+ სპიკერი
• 150+ კომპანია
• 300+ ინვესტორი
• 80+ ღონისძიება

“გასული წლის წარმატებამ დაგვანახა, რომ თბილისი მზად არის, საბოლოოდ დაიმკვიდროს რეგიონის მთავარი ტექნოლოგიური და ბიზნეს ჰაბის სტატუსი. GTW 2026-ზე ჩვენ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავდივართ – ორჯერ ვზრდით სტუმრების რაოდენობას, ვაფართოებთ ინდუსტრიულ მიმართულებებს და ქართულ აუდიტორიას გლობალური დონის ექსკლუზიურ სპიკერებს ვპირდებით. ეს აღარ არის მხოლოდ კონფერენცია, ეს არის მთელი ეკოსისტემის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ჩვენს რეგიონს მსოფლიო ტექ-რუკაზე აქტიურად აპოზიციონირებს“ - აღნიშნავს მარიამ ჭიკაძე, GTWT-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

GTWT 2026 სამი დღის განმავლობაში გაიმართება:

• 19 ივნისი (პარასკევი) | Side-Events Day:
პირველი დღე 80-ზე მეტ ღონისძიებას დაეთმობა, მათ შორის იქნება მითაფები, ვორქშოფები, კონფერენციები, დახურული შეხვედრები და ლექციები. ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა მხარეს ჩატარდება – პარტნიორი კომპანიების სივრცეებში, სასტუმროებში, საერთო სამუშაო სივრცეებში, უნივერსიტეტებში და კულტურულ დაწესებულებებში.

• 20 ივნისი (შაბათი) | Main Conference Day:
მთავარი კონფერენციისთვის 10,000-ზე მეტი სტუმარი Factory Tbilisi-ში შეიკრიბება. სივრცე სექტორულ პავილიონებად დაიყოფა.

წელს კონფერენციის ფოკუსში იქნება:

• ხელოვნური ინტელექტი და Deep Tech
• ფინტექი და ბანკინგი
• ინოვაციები, Web3 და ბლოკჩეინი
• ურბანული ინოვაციები და არქიტექტურა
• ვიდეოთამაშები და eSports
• კრეატიული და მოდის ტექნოლოგიები
• ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
• ჯანმრთელობის ტექნოლოგიები

კონფერენცია ხუთ სცენაზე გაიმართება, სადაც გამომსვლელები თანამედროვე ტექნოლოგიებზე პანელური დისკუსიების, keynote-ის და Fire-side chat-ის ფორმატში ისაუბრებენ. პარალელურად, ტერიტორიაზე ათობით გასართობ-შემეცნებითი ინტერაქციული და კვების ზონა მოეწყობა.

• 21 ივნისი (კვირა) | Closing & Cultural Experience Day:
დასკვნითი დღის განმავლობაში თბილისში დამატებით კულტურულ გამოცდილებაზე ორიენტირებული აქტივობები და ოფიციალური დახურვის ცერემონია შედგება.

თბილისიდან მთელ მსოფლიოში – რას გეგმავს GTWT?
წელს Global Tech Weekend-ის ბრენდი საქართველოს საზღვრებს გასცდება და თბილისთან ერთად ღონისძიებებს სამ კონტინენტზე გამართავს:

• GTW San Francisco (Business Week) | 23-29 მარტი, 2026
• GTW Tashkent | 15-17 მაისი, 2026
• GTW Tbilisi | 19-21 ივნისი, 2026
• GTW Baku | ოქტომბერი, 2026

Global Tech Weekend-ის ბრენდი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის. წელს პირველი კონფერენცია სილიკონის ველის შუაგულში, სან-ფრანცისკოში გაიმართება, მოგვიანებით კი ჯერ ტაშკენტში, მერე კი თბილისსა და ბაქოში ჩატარდება.

GTWT 2025 რიცხვებში

საქართველოს დედაქალაქმა Global Tech Weekend-ის ფორუმს პირველად 2025 წელს უმასპინძლა. სამი დღის განმავლობაში გამართულ 50-მდე ღონისძიებაზე GTWT-ის გუნდმა 10,000-ზე მეტ სტუმარს, 120-ზე მეტ სპიკერს და 70-ზე მეტ გლობალურ ინვესტორს უმასპინძლა. აღსანიშნავია ასევე ღონისძიების გავლენა ბიზნეს-ეკოსისტემაზე: GTWT 2025-ის პარტნიორობა 130-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა, მათ შორის იყვნენ: თიბისი, თეგეტა, GITA, აჭარა ჯგუფი, Atari, GameNations და Totally Human.

2025 წლის GTWT-ზე ქართველი მსმენელის წინაშე გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები გამოვიდნენ, მათ შორის:
ჯესიკა ტამსი – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი;
ბილ ჯექსონი – Netflix-ის კრეატიული განვითარების დირექტორი;
მაია როჯერსი — Tetris-ის აღმასრულებელი დირექტორი;
პატრიკ ლი – Rotten Tomatoes-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი;
რუბენ ვეიგა – Roblox-ის ევროპის კომუნიკაციების მენეჯერი;
ქეთი სუ (Katie Soo) – DICE-ის უფროსი ბიზნეს ოფიცერი და HBO Max-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

GTW Tbilisi 2026-ის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე gtwt.ge და TKT.GE | Biletebi.ge | whatabout.live

ღონისძიების სრული კალენდარი გამოქვეყნება: www.luma.com
დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეებისთვის ეწვიეთ GTWT 2026-ის ოფიციალურ სოციალურ მედია არხებს:

● Instagram: GTWT2026
● Facebook: GTWT2026
● Linkedin: GTWT2026

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

22.07.2026.21:30

გაერთიანებული სამეფო - ესექსის უნივერსიტეტმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტსა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 2026 წლის გამოსაშვებ ცერემონიებზე ეს მაღალი აკადემიური ჯილდო შვიდ გამორჩეულ პირს გადაეცა. საპატიო დოქტორის წოდება ენიჭებათ ადამიანებს, რომლებმაც გამორჩეული წვლილი შეიტანეს როგორც საკუთარ პროფესიულ სფეროში, ისე გლობალური საზოგადოების განვითარებაში.

ნათია ლოლაძისთვის ეს ჯილდო მისი ჰუმანიტარული საქმიანობის, ადამიანური ღისრსების, სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი ერთგულების აღიარებაა.

დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია ლოლაძემ ხაზი გაუსვა, რომ ესექსის უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი პროფესიული იდენტობის ფორმირებასა და პიროვნული განვითარების პროცესში.

„ეს ჯილდო არა მხოლოდ ჩემი, არამედ იმ ათასობით მოხალისისა და პროფესიონალის დამსახურებაა, ვინც ყოველდღიურად იბრძვის ადამიანური ღირსების დასაცავად“, – განაცხადა ნათია ლოლაძემ.

სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალგაზრდა ლიდერების, განსაკუთრებით კი ქალების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ნათიამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტმა მას მისცა ცოდნა, თავდაჯერება და მოტივაცია, ემოქმედა ყველაზე რთულ ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.

ნათია ლოლაძე საერთაშორისო ასპარეზზე ჰუმანიტარული პრინციპების, ინკლუზიური გადაწყვეტილებებისა და ქალთა გაძლიერების აქტიური მხარდამჭერია. IFRC-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ის მონაწილეობას იღებს მსოფლიო მნიშვნელობის კრიზისების მართვაში, რაც მის, როგორც ლიდერის, საერთაშორისო გავლენას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა