მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.1
-0.0019
flag
AZN 1.5639
-0.0007
flag
CNY 39.223
-0.0007
flag
EUR 3.0646
-0.0077
flag
GBP 3.5514
-0.0105
flag
KZT 54.39
-0.001
flag
TRY 0.0576
0
flag
USD 2.6586
-0.0007
news banner

„გონიერი კონტრაქტი“ ციფრული მომსახურებაა და საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებლობა აქვს, ძალიან მარტივად და უსაფრთხოდ ისარგებლოს გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისით - თამარ ზოდელავა საჯარო რეესტრის სერვისებზე

news image
mbc image

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ „გონიერი კონტრაქტი“-ის სერვისით ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისი მარტივი, სწრაფი და კომფორტულია საქართველოს მოქალაქისთვის.

„გონიერი კონტრაქტი“ ციფრული მომსახურებაა და საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებლობა აქვს, ძალიან მარტივად და უსაფრთხოდ ისარგებლოს გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისით“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სააგენტოს ციფრულ სერვისებზე, მათ შორის „გონიერი კონტრაქტით“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის პროცედურაზე. სწორედ მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა განაპირობა მომსახურების გაციფრულების აუცილებლობა, რაც მკაფიოდ აისახება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებში. კერძოდ, მიმდინარე წლის მონაცემებით, აღნიშნული სერვისით სარგებლობის მიზნით სააგენტოში წარმოდგენილი 26 000 განმცხადებლიდან 21 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა; შედარებისთვის, 2025 წელს რეგისტრირებული განცხადებების საერთო რაოდენობა 54 000-ს შეადგენდა, საიდანაც 40 000 მომხმარებელი საქართველოს მოქალაქე იყო.

„საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია, დაზოგოს დრო და ყოველგვარი ბარიერის გარეშე ეწვიოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს www.napr.gov.ge; ამისათვის საჭიროა, რომ ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და გადაიხადოს მომსახურების გადასახადი. ხელოვნური ინტელექტისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მიერ ფაქტობრივად რამდენიმე წუთში განხორციელდება მისი ინდმეწარმედ რეგისტრაცია“, , აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა- მთიანეთისა და გურიის რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის და ჩიპირების პროცესი დაიწყო

12.06.2026.15:29

ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა- მთიანეთისა და გურიის რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის და ჩიპირების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„პროგრამით გათვალისწინებულ მანიპულაციებს ტენდერით გამოვლენილი ვეტერინარული დაწესებულებები განახორციელებენ.

ლოკაციების და შესაბამისი განრიგის შესახებ ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობებს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს.

ღონისძიებები გულისხმობს პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას, იდენტიფიკაციას მიკროჩიპების გამოყენებით და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას.

პროგრამა ეტაპობრივად ყველა რეგიონს მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს:

ძაღლების ჰიპერპოპულაციის ეფექტიან მართვას; ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირებას; დაკარგული ცხოველების იდენტიფიკაციის გამარტივებას; ცოფის გავრცელების პრევენციას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა