მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.9
-0.0084
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.884
0.003
flag
EUR 2.9128
-0.0146
flag
GBP 3.4633
-0.0043
flag
KZT 57.46
0.0005
flag
TRY 0.0524
-0.0001
flag
USD 2.5979
-0.0003
news banner

Google Street View უკვე საქართველოშია

news image
mbc image

Google-მა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, საქართველოში Google Street View ოფიციალურად წარადგინა. აღნიშნული პროექტი საქართველოს ბუნებას, მრავალფეროვან ქალაქებსა და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს. 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით, Google Street View საქართველოს დანახვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოს მოქალაქეების, ტურისტებისა და ინვესტორებისთვის.

Google Street View-ის გუნდმა წარმატებით გადაიღო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 13 000 კილომეტრი საავტომობილო გზა, საგზაო ქსელი და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციები, მათ შორის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და მესტია.

ვირტუალური დათვალიერების შესაძლებლობის გარდა, Street View ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას. პროექტი საერთაშორისო ხილვადობას სძენს ადგილობრივ მაღაზიებს, საოჯახო სასტუმროებსა და რესტორნებს. ამასთანავე, Street View მხარს უჭერს საქართველოს ციფრულ მიზნებს, ის, ადგილობრივ მეწარმეებსა და დეველოპერებს სთავაზობს გაუმჯობესებულ რუკებს და ეხმარება მათ, როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სერვისებისა და აპლიკაციების შექმნაში, რაც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს.

საქართველოში Street View მხოლოდ გზების რუკაზე დატანას არ ნიშნავს, ეს არის შესაძლებლობა, საქართველოს უნიკალური საგანძური მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს და სხვადასხვა კონტინენტიდან მოგზაურებს ქვეყანა შეაყვაროს ჯერ კიდევ მანამ, სანამ მოგზაურობას დაგეგმავენ. როგორც თავად პროექტის ავტორები განმარტავენ, წარდგენის დრო ემთხვევა საქართველოში ტურიზმის მზარდ დინამიკას. საერთაშორისო მოგზაურები სულ უფრო ხშირად იყენებენ Street View-ს დანიშნულების ადგილის წინასწარ გასაცნობად, პარკირების შესაძლებლობების, უბნების, გარემოსა და რელიეფის შესაფასებლად, რაც მოგზაურობის დაგეგმვას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20.10.2026.08:32

20 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმიანი დღეა. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმს. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი ამინდია. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

ნალექს ახალქალაქშიც ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +21, ღამით კი +8 დაფიქსირდება.

ბორჯომში ნალექიანი დღეა, +20 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება წვიმა.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 15 ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.

ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა