მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

„გორგიასა“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ ინიციატივით დეკორატიული მებაღეობის პროფესიული პროგრამის პირველი ნაკადის სწავლება დაიწყო

news image
mbc image

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი დეკორატიული მებაღეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაკადის სასწავლო პროცესი 2026 წლის 29 ივნისს ოფიციალურად დაიწყო.

პროგრამა, რომელიც „გორგია აკადემიაში“ ხორციელდება, მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ დეკორატიული მებაღეობის თანამედროვე სტანდარტებს. სასწავლო კურსი 9 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ დეკორატიული მცენარეების სისტემატიკასა და კლასიფიკაციას, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით სამუშაო გარემოს ორგანიზებას, ასევე შიდა და გარე სივრცეებში დეკორატიული მცენარეების დარგვასა და მოვლას.

სწავლის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკულ გამოცდილებას ეთმობა. აგვისტოს ბოლომდე დაგეგმილია გასვლითი აქტივობები „გორგია აკადემიის“ პარტნიორ კომპანიებსა და სანერგეებში, სადაც მოსწავლეები ადგილზე გაეცნობიან სამებაღეო ინდუსტრიის თანამედროვე პრაქტიკას, პროფესიონალების სამუშაო პროცესს.

პროგრამა მიზნად ისახავს დეკორატიული მებაღეობის სფეროში კონკურენტული კადრების მომზადებას, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შეძლებენ სხვადასხვა ტიპისა და სირთულის სამუშაოების შესრულებას როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

აღნიშნული ინიციატივა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და „გორგიას“ თანამშრომლობის შედეგია და წარმოადგენს განათლებისა და ბიზნესის წარმატებული პარტნიორობის მაგალითს, რომელიც საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას უწყობს ხელს.

გპფ ერთ-ერთი პირველი კერძო ფონდია საქართველოში, რომელიც 2017 წლიდან საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებს. ფონდის ფილანთროპია 6,5 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო მისი ჩართულობით საქართველოში უკვე 65-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.

„გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელმაც 2024 წელს „გორგია აკადემია“ შექმნა. მას უკვე 300-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. აკადემიაში ხელმისაწვდომია 7 სასწავლო კურსი, საქართველოში სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმში და ზუგდიდში. კურსდამთავრებულს გადაეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარასა და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით - გარემოს ეროვნული სააგენტო

06.11.2026.18:03

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს.

„7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარასა და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი. 

დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა