გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ 20 იანვარს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ 2026 წლის 20 იანვარს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ამასთან, საკითხი განხილული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრები პროფესიულ კოლეჯ "სქილვილ" -ს ესტუმრნენ
16.06.2026.17:52
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრებთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ „სქილვილ"-ში იმყოფებოდა. საკრებულოს წევრებმა კოლეჯის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს და იმ პროგრამებს გაეცნენ, რომლებსაც კოლეჯი ახალგაზრდებს სთავაზობს. დეპუტატებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კოლეჯში 30-მდე სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, თბილისის მერიის პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი" მოქმედებს. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 16 წლიდან ზევით, თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს სრულიად უსასყიდლოდ, დედაქალაქის მერიის 100% -ანი დაფინანსებით, აქვს შესაძლებლობა სასურველ პროფესიას დაეუფლოს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციული პროფესიული პროგრამები ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირდეს. მისივე განცხადებით, დედაქალაქის საკრებულო აქტიურად არის ჩართული პროფესიული სწავლების პოპულარიზაციაში და მუდამ მზად არის ამ მიმართულებით კოლეჯს კომპეტენციის ფარგლებში მხარი დაუჭიროს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმდნენ.