ქალაქ გორის ვაჟა-ფშაველას სახელობის საჯარო სკოლაში 19 სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ქალაქ გორის ვაჟა-ფშაველას სახელობის საჯარო სკოლაში 19 სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
გამართულ ღონისძიებაზე განხილული იყო გარემოსდაცვითი საკითხები, მათ შორის, კლიმატის ცვლილებები და მისი შედეგები. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მნიშვნელობის, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და პლასტიკის გარემოზე ზემოქმედების შესახებ.

შეხვედრას, მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ, რომლებსაც საჩუქრად წიგნები და შემეცნებითი მასალები გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხო გარემოსდაცვით მიმართულებაში არსებულ მოთხოვნად პროფესიებს, როგორიცაა აგრონომი, მეფუტკრე, ვეტერინარი, მეტყევე, მეტეოროლოგი და სხვა.
„განათლება არის ის ძალა, რომელიც აძლიერებს საზოგადოებას - განსაკუთრებით იქ, სადაც სიმტკიცე და ერთიანობა ყველაზე მეტად ფასობს. გარემოსდაცვითი ცოდნა მხოლოდ ინფორმაციის ფლობა არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე,“ - აღნიშნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.
სხვა სიახლეები
20-წლამდე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ხუთივე სტადიონის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
21.05.2026.16:45
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 20-წლამდე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას აქტიურად განაგრძობს.
მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის თბილისსა და ქუთაისში ხუთი სარაგბო მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია სამუშაოები თბილისში, ავჭალისა და შევარდენის სტადიონებზე, ასევე ქუთაისში „აიას“ სარაგბო კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ და მისმა მოადგილემ შოთა ანდრიაძემ შევარდენის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ხუთივე სტადიონზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს, რათა ინფრასტრუქტურული პროექტები დადგენილ ვადებში დასრულდეს და ობიექტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მზად შეხვდეს ჩემპიონატს.
პროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ფასადებისა და განათების სისტემების განახლებას, ასევე გარე და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.
სტადიონებზე მოეწყობა უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.
განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოში საერთაშორისო დონის სარაგბო ღონისძიებების ჩატარებას უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფს როგორც სპორტსმენებისთვის, ისე გულშემატკივრებისა და მაყურებლებისთვის.