გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეცვალა.
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით - გორსა და ბათუმში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა“ - ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღკვეთეს
21.05.2026.15:06
„ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის 6 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - ჯამში 77 570 ევრო და 14 620 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.
„არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 283 724 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კანონდამრღვევ 4 მოქალაქეს სანქციის სახით, თითოეულს 3 000 ლარი შეეფარდა ხოლო, 2 მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.