გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაური (გვირაბის შემოსავლელი) კმ1-კმ7 მონაკვეთზე (გარდა კმ1,8-კმ5,4 კილომეტრებისა), პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ჯამში 3.5 კმ-იან მონაკვეთს.
სამუშაოები ითვალისწინებს გზის საფარის აღდგენას, გვერდულების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობას. ასევე, საგზაო ნიშნების მოწყობასა და გზის ჰორიზონტალურ მონიშვნას.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 3.5 მლნ. ლარამდეა.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.