გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
სხვა სიახლეები
Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“ შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა
11.06.2026.16:42
Aqualia-მ და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მასშტაბური საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის, „ყოველი წვეთი ძვირფასია“ ოფიციალური შემაჯამებელი ღონისძიება და ციფრული კონკურსის გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები, კამპანიის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონკურსის გამარჯვებულები.
კამპანიის მთავარ მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სასმელი წყლის მიმართ პასუხისმგებლიანი, რაციონალური მოხმარების წახალისება და მომავალი თაობების განათლება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში წყლის სრული ციკლი საინტერესო, ინტერაქტიულ და ინოვაციურ საგანმანათლებლო გამოცდილებად გარდაიქმნა.
„მოგეხსენებათ, საქართველოში წყლის სექტორში მრავალი გამოწვევაა, რომელთა გადაჭრაც Aqualia-სა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ურთულეს ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ პროცესებს. თუმცა, მხოლოდ ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და მილიონობით ლარის ინვესტიცია ვერ იქნება სრულყოფილად ეფექტური, თუ პარალელურად არ მოხდა წყლის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი, სტრატეგიული რესურსის მოხმარების კულტურის ტრანსფორმაცია. სწორედ ამიტომ, სისტემურ განვითარებასთან ერთად, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სასმელი წყლის პასუხისმგებლიანი, რაციონალური მოხმარების წახალისება,“ - განაცხადა ჯივიპის კომუნიკაციების დირექტორმა, ეკა ბერიძემ.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კამპანიაში თბილისის 100 საჯარო და კერძო სკოლა, 100 პედაგოგი და 2 500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. პროექტისთვის კრეატიულ სააგენტო “ლივინგსტონთან” ერთად შეიქმნა უნიკალური სამაგიდო თამაში, რომელიც საჩუქრად გადაეცა ასივე სკოლას და კვლავაც დარჩება გრძელვადიან საგანმანათლებლო რესურსად ქვეყანაში. გარდა ამისა, 200-ზე მეტმა მოსწავლემ სპეციალური სასწავლო ტურების ფარგლებში პირადად მოინახულა თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტები.
პროექტის მეორე ეტაპი კამპანიის კიდევ უფრო გაფართოებას დაეთმო. შეიქმნა ინოვაციური ონლაინ თამაში, სადაც მთავარი გმირი - „წყლის წვეთი“ მოთამაშეებს იწვევდა საინტერესო მოგზაურობაში წყლის სრული ციკლის გზაზე, მყინვარებიდან ონკანების გავლით კვლავ ბუნებაში დაბრუნებამდე.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, კამპანიის ციფრულმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ერთთვიანი საკონკურსო პერიოდის განმავლობაში, საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმაზე 30 000-ზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა, ხოლო უდიდესი კონკურენციის შედეგად გამოვლენილი 10 გამარჯვებული საზეიმოდ დაჯილდოვდა.
პროექტის აქტიური ფაზა 10 ივნისს ოფიციალურად დასრულდა, თუმცა კამპანიის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო ინსტრუმენტები და თამაშები გრძელვადიან, მდგრად რესურსად რჩება საზოგადოებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს წყალმომარაგების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.