გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ - ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას |ისრაელის საელჩო
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
სხვა სიახლეები
ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და მაშველებთანაა, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო
20.11.2026.16:06
საქართველოში ევროკავშირის საელჩო, თბილისში ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და მაშველებთანაა, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს“, - წერს ევროკავშირის საელჩო სოციალურ ქსელ X-ში.
ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გუშინ, 19 ნოემბერს მოხდა. ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს. ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.