გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გუშინ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და სოლიდარობას გამოვხატავთ დაშავებულთა და შემთხვევისას მობილიზებული სამაშველო ჯგუფების მიმართ - საქართველოში საფრანგეთის საელჩო
საქართველოში საფრანგეთის საელჩო სამძიმარს უცხადებს გუშინ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
საფრანგეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა აგრეთვე სოლიდარობას გამოხატავს დაშავებულთა და შემთხვევის ადგილზე მობილიზებული სამაშველო ჯგუფების მიმართ.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გუშინ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და სოლიდარობას გამოვხატავთ დაშავებულთა და შემთხვევისას მობილიზებული სამაშველო ჯგუფების მიმართ. თანადგომის ნიშნად, კვირას, საფრანგეთის საელჩო ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
სხვა სიახლეები
ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და მაშველებთანაა, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო
20.11.2026.16:06
საქართველოში ევროკავშირის საელჩო, თბილისში ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და მაშველებთანაა, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს“, - წერს ევროკავშირის საელჩო სოციალურ ქსელ X-ში.
ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გუშინ, 19 ნოემბერს მოხდა. ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს. ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.