გურამ თუშიშვილმა ტედი რინერთან შელაპარაკების გამო ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიკაცია მიიღო
ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა, ფრანგ ტედი რინერთან შელაპარაკების გამო ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიკაცია მიიღო.
ქართველმა ორთაბრძოლაში ვაზარი გაუშვა, რის შედეგადაც რინერმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, ხოლო თუშიშვილი რეპეშაჟში აგრძელებდა მონაწილეობას.
ბრძოლის დასრულების შემდეგ ძიუდოისტებს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
08.06.2026.18:45
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტებს, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) პარტნიორობით, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ პარტნიორობას.
მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი.