მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გვაქვს ამბიცია, ციფრული ჰაბის ფუნქცია დაგვეკისროს - ეს არის ახალი და ძალიან ბუნებრივი როლი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიძინოს - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„საქართველო ისტორიულად გახლავთ ე.წ. ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით. ქვეყანა კიდევ უფრო ავითარებს ამ როლს და მეტ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის კონტექსტში იმისთვის, რომ საქართველოს პოზიცია კიდევ უფრო განმტკიცდეს და აღმოსავლეთ რეგიონში მთელი რიგი ქვეყნისთვის ერთგვარ კარიბჭედ ვიქცეთ", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პანელურ დისკუსიაზე - „ციფრული ტრანსფორმაცია: მომავლისთვის მზადმყოფი სამყარო"

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქვეყნის მიზანია ინოვაციური ეკონომიკისა და დიგიტალიზაციის გაციფრულების მიმართულებით განვითარება.

„ჩვენ ვცდილობთ, ძალიან ბუნებრივად გადავიდეთ შემდეგ სტატუსზე და გვაქვს ამბიცია, ციფრული ჰაბის როლი დაგვეკისროს. ეს არის ახალი და ძალიან ბუნებრივი როლი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიძინოს და გულისხმობს, რომ საქონლისა და ენერგიის გამტარიანობის გარდა, სხვა მიმართულებითაც გვინდა განვითარება", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

როგორც პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, გარკვეულ კვლევებზე დაყრდობით, ცნობილია, რომ მონაცემთა გადაცემასა და შენახვაზე მზარდი მოთხოვნა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მისი განმარტებით, ინტერნეტ-ტრაფიკზე 40%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ხოლო 50%-ზე მეტ ზრდას პროგნოზირებენ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ამიტომ ფოკუსირება ხდება ინფრასტრუქტურაზე, რათა ინვესტირება მოხდეს გარკვეულ უნარებსა და შესაძლებლობებში.

პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა, საქართველოს მიმზიდველობაზე ინვესტირებისა და ბიზნესის კეთების კუთხით.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება GNET-სა და ევროკავშირთან. გვაქვს ძალიან მოქნილი საკანონმდებლო ბაზა და საგადასახადო კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას აძლევს ტექნოლოგიურ კომპანიებს, ამ მიმართულებით ინვესტიციები აქტიურად განახორციელონ. შესაბამისად, გვაქვს ამბიცია, რომ ქვეყანა ციფრული ჰაბის მიმართულებითაც განვავითაროთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ციფრულ-ბოჭკოვანი პროექტების განხორციელების კუთხით. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა პროექტ Log in Georgia-ს, რომლის ფარგლებში ინტერნეტი მიეწოდება ქვეყნის ყველაზე შორეულ რეგიონებსაც კი, ასევე კომპანია Starlink-ის შემოსვლას, რომელიც უზრუნველყოფს, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სერვისის მიწოდებას.

„დღეისთვის მოსახლეობის, დაახლოებით, 99%-ს აქვს წვდომა მობილურ სერვისებზე და დაახლოებით 70%-ზე მეტს აქვს ე.წ. 5G ინტერნეტი, თითქმის 100%-ზე მეტს კი აქვს ფართოზოლოვანი სერვისები",- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და სტრატეგიული ხედვის კიდევ ერთი მიმართულება არის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ციფრული ეკონომიკის განვითარებას, ციფრული საზოგადოების გაძლიერებასა და გაფართოებას მოიცავს.

აღნიშნულ პანელურ დისკუსიაში ირაკლი ნადარეიშვილის გარდა მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე გევორგ მანთაშიანი, ევროპის ბაზრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და Nokia -ს გერმანული ოფისის ხელმძღვანელი როლფ ვერნერი, Google-ის ცენტრალური აზიის კავკასიის, განვითარებადი ბაზრების, მთავრობასთან ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის ხელმძღვანელი ოლგა რეისი, UPU International Bureau-ს გენერალური დირექტორის მოადგილე მარჯან ოსვალდი და მსოფლიო ბანკის ციფრული პრაქტიკის მენეჯერი, ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი იზაბელ ნეტო.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა