მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გვაქვს ძალიან მკაფიო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის, როგორც ტრანზიტულ-ლოგისტიკური ჰაბის, პოზიციონირება - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, როგორ ვაპირებთ, გავამყაროთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის, როგორც ტრანზიტულ-ლოგისტიკური ჰაბის  პოზიციონირება. სწორედ აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ახორციელებს თანმიმდევრულ ინვესტიციებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელთაც ჩვენი ქვეყნისთვის აქვს ისტორიული მნიშვნელობა და უდიდესი ღირებულების მომტანია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ყურადღება რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა. მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, თბილისის ახალ აეროპორტზე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე. 

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ანაკლიაში ინვესტიციას საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ახორციელებს. რაც შეეხება თბილისის ახალ აეროპორტს, სახელმწიფომ ვაზიანში მისი მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის ახალი აეროპორტის გამტარუნარიანობა 20 მლნ მგზავრი იქნება წელიწადში, ეს მაჩვენებელი დედაქალაქის არსებული აეროპორტის ამჟამინდელ გამტარუნარიანობაზე 4-ჯერ მეტია. „ვაზიანის აეროპორტის მთელი კონცეფცია ეფუძნება ტრანზიტული აეროპორტისა და ჰაბის ფუნქციას. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია იმ სექტორების დინამიურ განვითარებასთან, როგორიცაა ტურიზმი, ავიაცია, ტვირთების გადაზიდვა და ა.შ." - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება რკინიგზის მოდერნიზების პროექტზე. „ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების და კიდევ უფრო მეტად განვითარების კუთხით. ერთი მხრივ, რკინიგზის მოდერნიზების პირველი ეტაპი დასრულებულია და ამით ჩვენმა ქვეყანამ ტვირთბრუნვის გაორმაგებული შესაძლებლობა მიიღო. მეორე მხრივ, წინ ბევრი გამოწვევა გვაქვს - გვჭირდება სწრაფი რეაგირება, რომ საქართველო არა მხოლოდ იყოს კონკურენტუნარიანი უშუალოდ შუა დერეფნის მარშრუტში, არამედ ჰქონდეს შესაძლებლობა, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში უზრუნველყოს ძალიან სწრაფი და ეფექტური ოპერირება, დააკავშიროს აზია ევროპასთან," - აღნიშნა მინისტრმა. 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა