მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

გვჯერა, რომ შუა დერეფანში მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობით ფინანსური მომსახურების განვითარება შესაძლოა გლობალური ფრაგმენტაციის საპირწონე პროცესი იყოს - ნათია თურნავა SWIFT-ის კონფერენციაზე გამოსვლისას

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში წარსდგა.

აღსანიშნავია, რომ  სებ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა  SWIFT-ის საერთაშორისოკონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში სებ-ის პრეზიდენტი გამოდის.  

ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას  ფინანსური სერვისების სფეროში ინოვაციების დანერგვის კუთხით საქართველოს გამოცდილებასა და ხედვებზე ისაუბრა.

სებ-ის პრეზიდენტმა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება შუა დერეფნის გასწვრივ, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას, რაც შედეგად ქვეყანას ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და ლოგისტიკის ბუნებრივ ხიდად აქცევს.

„რეგიონის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები იზიარებენ ერთსა და იმავე მიდგომას, რომ რეგიონული ინტეგრაცია გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. გვჯერა, რომ შუა დერეფანში მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობით ფინანსური მომსახურების განვითარება შეიძლება იყოს გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ფრაგმენტაციისსაპირწონე პროცესი იყოს", -  აღნიშნა მან. 

ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და რეგიონულ ფინანსური ინტეგრაციის ინიციატივებს გაუსვა ხაზი, რომლებიც მიზნად ისახავს ფინანსური მომსახურების ინფრასტრუქტურის, მათ შორის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. გარდა ამისა სებ-ს ოფიციალური განაცხადი აქვს გაკეთებული საქართველოს ერთიან ევროგადახდების სივრცეში (SEPA) წევრობაზე.

„SEPA-ში წევრობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან სარგებელს მოიტანს, რადგან ის ევროკავშირთან გადახდის უფრო ეფექტურ  სისტემებს უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი სავაჭრო კავშირებისა და ორივე მიმართულებით ტრანზაქციების მოცულობის ზრდის გათვალისწინებით. რადგან შუა დერეფანი ვაჭრობასა და ტრანსპორტში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, საქართველოს SEPA-ში ჩართვა გაზრდის რეგიონულ ფინანსურ კავშირებს. ეს საქართველოს შუა დერეფნის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საზღვრისპირა ტრანზაქციების კარიბჭედ წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას" - განაცხადა მან. 

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა გლობალური სავაჭრო და ფინანსური ნაკადების ფრაგმენტაციაზე, რაც საფრთხეს უქმნის ზრდას, ფინანსურ დაკავშირებადობას და გლობალურ ეკონომიკას ახალ გაურკვევლობას მატებს. სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს და მის პარტნიორებს შეუძლიათ რეგიონალური გამოწვევები საერთო შესაძლებლობებად აქციონ ინოვაციური, უსაფრთხო და ინკლუზიური ფინანსური ეკოსისტემების შექმნით.

„ეს ძალისხმევა არა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი რეგიონის უნარს, გაუძლოს გარე შოკებს, არამედ ხელს შეუწყობს გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას,"- განაცხადა ნათია თურნავამ. 

SIBOS-ის ყოველწლიური მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, SWIFT-ის მიერ არის ორგანიზებული და აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, კონფერენციაზე სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ხაზარაძესთან და საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროს ნატალია ჭყოიძესთან ერთად იმყოფება.

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image Concentrix Georgia ICTA-ს შეუერთდა - გლობალური გამოცდილება სექტორის საერთო დღის წესრიგში

21.10.2026.22:26

2021 წელს Concentrix-მა საქართველოში საქმიანობა 18 თანამშრომლით დაიწყო. დღეს კომპანიის ადგილობრივი გუნდი უკვე 500 პროფესიონალს აერთიანებს. ეს ზრდა მხოლოდ ერთი კომპანიის წარმატების მაჩვენებელი არ არის - იგი აჩვენებს, რომ საქართველოს შეუძლია გლობალური ბრენდებისთვის მასშტაბური, მრავალენოვანი და ტექნოლოგიებით მხარდაჭერილი ოპერაციების განვითარება.

Concentrix Georgia ICTA-ს ახალი წევრი გახდა. კომპანიის გაწევრიანებით ასოციაციის საერთო სივრცეს ემატება მომხმარებელთა გამოცდილების, ინტელექტუალური ტრანსფორმაციისა და საერთაშორისო ოპერაციების მართვის პრაქტიკული ცოდნა.

ICTA-სთვის წევრობის გაფართოება კომპანიების რაოდენობის ზრდაზე მეტს ნიშნავს. ასოციაციის ძალას განსაზღვრავს ის გამოცდილება, ოპერაციული მასშტაბი და ხედვა, რომელსაც წევრი კომპანიები საერთო დღის წესრიგში აერთიანებენ. Concentrix Georgia ამ პლატფორმას გლობალურ ბრენდებთან მუშაობის, მრავალენოვანი გუნდების განვითარებისა და თანამედროვე CX ოპერაციების მართვის გამოცდილებით აძლიერებს.

Concentrix მომხმარებელთა გამოცდილებისა და ინტელექტუალური ტრანსფორმაციის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. იგი 2,000-ზე მეტ გლობალურ ბრენდთან თანამშრომლობს და ადამიანურ გამოცდილებას მოწინავე ტექნოლოგიებთან აერთიანებს.

კომპანია მუშაობს იმ მიმართულებაზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები რეალურ საოპერაციო შედეგად უნდა იქცეს - გაუმჯობესებულ მომხმარებელთა გამოცდილებად, უფრო ეფექტიან პროცესებად და ბიზნესის კონკურენტულ უპირატესობად.

საქართველოში Concentrix ემსახურება საცალო ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის, სამომხმარებლო ელექტრონიკის, ტექნოლოგიების, მედიისა და კომუნიკაციების, მოგზაურობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორების წარმომადგენელ კლიენტებს.

კომპანიის ადგილობრივი გუნდი მომსახურებას ცხრა ენაზე - ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე უზრუნველყოფს. ეს შესაძლებლობა საქართველოს ოფისს სხვადასხვა ბაზრისა და კულტურის მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და საერთაშორისო ოპერაციების მართვის საშუალებას აძლევს.

Concentrix Georgia-ს ზრდა 18-დან 500 თანამშრომლამდე მნიშვნელოვანი მაგალითია მთელი სექტორისთვის. იგი ადასტურებს, რომ საქართველოს შეუძლია არა მხოლოდ გლობალური კომპანიების მოზიდვა, არამედ მათი ადგილობრივი ოპერაციების გაფართოება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გუნდების ჩამოყალიბება და მრავალბაზრიანი მომსახურების განვითარება.

სწორედ ასეთი გამოცდილებების ერთიან სისტემად გარდაქმნაა ICTA-ს როლი.

ასოციაცია აერთიანებს ტექნოლოგიური და ბიზნეს სერვისების კომპანიებს, რათა სექტორის რეალური გამოცდილება საერთო პრიორიტეტებად ჩამოყალიბდეს. წევრი კომპანიების ცოდნა ICTA-ს საშუალებას აძლევს, უფრო საფუძვლიანად იმუშაოს ტალანტის განვითარებაზე, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე, ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაზე და საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაზე.

Concentrix Georgia-ს წევრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ბიზნეს სერვისების ინდუსტრია სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება მონაცემებს, ავტომატიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტს. მომხმარებელთა გამოცდილების მართვა უკვე აღარ არის მხოლოდ მომსახურების ფუნქცია - იგი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და ბიზნესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ICTA-ს საერთო პლატფორმაში ამ გამოცდილების ჩართვა სექტორს აძლევს შესაძლებლობას, უფრო მკაფიოდ განსაზღვროს ის პირობები, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო ოპერაციების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტალანტის ზრდას სჭირდება.

„Concentrix Georgia-სთვის დიდი პატივია ICTA-ში გაწევრიანება და იმ პროფესიონალებისა და კომპანიების გაერთიანებაში ჩართვა, რომლებიც საქართველოს ტექნოლოგიური და ბიზნეს სექტორების განვითარებას უწყობენ ხელს.

გვჯერა, რომ თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ძლიერი ინდუსტრიული კავშირების შექმნა ინოვაციისა და პოზიტიური ცვლილებების მნიშვნელოვანი საფუძველია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვექნება, საზოგადოებას ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, სხვებისგან ვისწავლოთ და ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები.

მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობას და იმ შედეგებს, რომელთა მიღწევასაც ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ“, - თეონა ნოზაძე, Concentrix-ის საქართველოს ოფისის ლიდერი.

საქართველოს ტექნოლოგიური და ბიზნეს სერვისების სექტორის კონკურენტუნარიანობას ძლიერი კომპანიები ქმნიან, ხოლო მათ გამოცდილებას საერთო ძალად შეთანხმებული დღის წესრიგი გარდაქმნის.

Concentrix Georgia-ს წევრობით ICTA საერთაშორისო დიალოგისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას იძენს: საქართველოდან შესაძლებელია გლობალური ბრენდებისთვის მასშტაბური, მრავალენოვანი და ტექნოლოგიებით მხარდაჭერილი ოპერაციების მართვა.

ICTA-ს ამოცანაა, ასეთი შედეგები ცალკეული კომპანიების წარმატების ისტორიებად არ დარჩეს - ისინი სექტორის საერთო პოზიციად, განვითარების შესაძლებლობად და საქართველოს კონკურენტულ უპირატესობად გარდაიქმნას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა