GWP მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების ჯგუფის შემადგენლობაშია, რაც აშკარა მიღწევების დამსხურებაა - ხოსე ენრიკე ბოფილი
GWP მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების ჯგუფის შემადგენლობაშია, რაც აშკარა მიღწევების დამსხურებაა - ამის შესახებ, ხოსე ენრიკე ბოფილიმ, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, ამის შედეგებიც თავლსაჩინოა. ეკონომიკის ზრდა კი აისახება ყველა სფეროზე და ერთ-ერთი სწორედ წყალმომარაგების დარგია. თუმცა რასაკვირველია აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიც არის კომპანიის მართვა, შედეგებზე გასვლა, საქმიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესება, რომ კიდევ უფრო თვალსჩინო გახდეს ყველა მხარისთვის და კომპანიებმა დაინახონ გაუმჯობესების რეალური მაჩვენებლები და გაიუმჯობესონ რეიტინგი. ეს ეხება არა მხოლოდ საკრედიტო რეიტინგებს , არამედ კომანიის საქმიანის შედეგებს. გასულ წელს ჩვენ განსაკუთრებულ შედეგს მივაღწიეთ - GWP გაწევრიანდა საკმაოდ პრესტიჟულ ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ყველაზე მოწინავე კომუნალური მომსახურების კომპანიებს მსოფლოში. ჩვენ მოვიპოვეთ ჯილდო და GWP მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების ჯგუფის შემადგენლობაშია, რაც აშკარა მიღწევების დამსხურებაა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკრედიტო რეიტინგი , არამედ შედეგები წყალმომარაგების მიმართულებით“, - აცხადებს ხოსე ენრიკე ბოფილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს აქვს ყველა პირობა, რაც აუცილებელია განუხრელი ზრდისთვის და ყველა სფეროში მოდერნიზაციისთვის - Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
15.07.2026.09:30
საქართველოს აქვს ყველა პირობა, რაც აუცილებელია განუხრელი ზრდისთვის და ყველა სფეროში მოდერნიზაციისთვის - ამის შესახებ, ხოსე ენრიკე ბოფილიმ, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„რეგიონის დონეზე ჩვენ ძირითადად საქართველოში ვოპერირებთ, იქიდან გამოიმდინარე რომ ამ ქვეყნის პოტენციალი უზარმაზარია. 2020 წელთან შედარებით, როდესაც ჩვენ განვიხილავდით საქართველოში მუშაობის დაწყებას მნიშვნელოვანი გაუმჯოსება თვალსჩინოა, მაგრამ შემდგომი გაუმჯობესებისთვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობას. საქართველოს აქვს ყველა პირობა რაც აუცილებელია განუხრელი ზრდისთვის და ყველა სფეროში მოდერნიზაციისთვის“, - აცხადებს Aqualia-ს რეგიონული დირექტორი.